ბავშვის დაბადების დღე მხოლოდ საჩუქრები და ტორტი არ არის — ეს არის ემოციების, გართობის და ბედნიერების დღე, რომელიც წლების შემდეგაც შეიძლება დარჩეს მეხსიერებაში. სწორედ ამიტომ, მშობლები ყოველთვის ეძებენ გზებს, როგორ გახადონ ეს დღე განსაკუთრებული და განსხვავებული.
გთავაზობთ ხუთ იდეას, რომლებიც დაგეხმარებათ პატარა იუბილარისთვის დაუვიწყარი დღესასწაულის მოწყობაში
დაბადების დღის მოლოდინი ყველა ბავშვს აქვს, წინასწარ მზადებას კი თავისებური ხიბლი. ხელნაკეთი მოსაწვევების შექმნა ბავშვის ჩართულობით არა მხოლოდ დაგეხმარებათ სტუმრების ინფორმირებაში, არამედ ბავშვსაც მისცემს განცდას, რომ ის საკუთარი დღესასწაულის თანაორგანიზატორია. ერთად გადაწყვიტეთ, ვინ უნდა დაპატიჟოთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოსაწვევი და როგორი ტექსტი ეწეროს მასზე. გააფორმეთ, მიუთითეთ თარიღი, ადგილი, საკონტაქტო ნომერი და თუ საჭიროა დრესკოდის თემატიკაც.
თემატური წვეულება ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. აირჩიეთ თემა, რომელიც ბავშვს განსაკუთრებით უყვარს — იქნება ეს საყვარელი მულტფილმი, ზღაპარი თუ ფილმი. შექმენით შესაბამისი დეკორაცია, მუსიკა და თამაშები. მაგალითად, ზღვის თემა და „მეკობრეების თავგადასავალი“ შეიძლება მოიცავდეს საგანძურის ძიებას, თოკებზე ცოცვას, მეკობრის კოსტიუმებს ან აქსესუარებს, რომელშიც სტუმრები და იუბილარი იქნებიან გამოწყობილი.
ზაფხულში დაბადების დღე ბუნებაში ან წყალში ერთ-ერთი დაუვიწყარი გამოცდილებაა. პიკნიკი ბუნებაში, ან გართობა აკვაპარკში, იუბილარის დღეს ნამდვილ თავგადასავლად აქცევს. ისეთი სივრცე, როგორიცაა მაგალითად, „ჯინო ჯუნიორი“ – „ჯინოს“ აკვაპარკის უნიკალური დაბადების დღის ცენტრი, აერთიანებს ყველაფერს, რაც ბავშვისთვის დღესასწაულს ნამდვილ ზღაპრად აქცევს: წყლის თამაშების პროგრამას, უსაფრთხო და მხიარულ აქტივობებს, რომლებიც ასაკზე მორგებულია. სხვადასხვა ზომისა და სიღრმის ატრაქციონებს, სლაიდებსა და აუზებს. მხიარული ანიმატორები უზრუნველყოფენ გართობას - საგანძურის ძიება, საიდუმლო კუნძული, მეკობრეებისა და არიელის შოუ. გარდა ამისა, იუბილარს საჩუქრად ეძლევა უფასო შესვლა აკვაპარკში და 1+1 საჩუქარი ვაუჩერის სახით. ასევე, განმეორებით დაბადების დღეზე -10% ფასდაკლება.
დაბადების დღის ქვესტი ეს არის თავგადასავალი, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას, გუნდურად იმუშაონ და ამავე დროს გაერთონ. მოიფიქრეთ თავსატეხები და შექმენით მინიშნებები, რომლებიც საბოლოოდ იუბილარის დიდ სიურპრიზამდე მიიყვანს მოთამაშეებს. შეგიძლიათ დახატოთ „საგანძურის რუკა“ და ყველა სტუმარი ჩართოთ განძის ძიების პროცესში.
თუ დაბადების დღეს სახლში ან აგარაკზე იხდით, კარგი იდეაა სამაგიდო თამაშების ტურნირი და კინო-ჩვენება. შექმენით მყუდრო და მხიარული ატმოსფერო, სადაც ბავშვები ერთმანეთს გაუწევენ კონკურენციას მაგიდის თამაშებში და ერთად გაერთობიან საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ყურებით. ტურნირის გამარჯვებულებს შეგიძლიათ საჩუქრად გადასცეთ მაგიდის თამაშები, ხოლო კინოჩვენებისთვის მოამზადეთ ნამდვილი კინოთეატრის ატრიბუტიკა: პოპკორნი, გაზიანი სასმელები და ჩიფსები. ასეთი კომბინაცია ერთ საღამოში აერთიანებს აზარტს, სიცილს და მეგობრულ გარემოს.
R