"უცხოეთშიც ასეა, რომ ბავშვი როგორც კი ბაღში მივა, ათჯერ ტილი უნდა შეესიოს ვირუსები უნდა შეხვდეს? და ზღვაზე რომ ისვენებთ, იქაც სულ ენტეროვირუსებია მოდებული? თუ ესეც ჩვენი კულტურის ნაწილია?" - ანა ტყებუჩავას მიმართვა ემიგრანტ დედებს - მშობლები

"უცხოეთშიც ასეა, რომ ბავშვი როგორც კი ბაღში მივა, ათჯერ ტილი უნდა შეესიოს ვირუსები უნდა შეხვდეს? და ზღვაზე რომ ისვენებთ, იქაც სულ ენტეროვირუსებია მოდებული? თუ ესეც ჩვენი კულტურის ნაწილია?" - ანა ტყებუჩავას მიმართვა ემიგრანტ დედებს

2025-08-13 15:05:25+04:00

მსახიობი ანა ტყებუჩავა ბავშვებთან ერთად ზღვაზე ისვენებს და სწორედ იქიდან აქვეყნებს ვიდეოს. ანას ენტეროვირუსი შეხვდა და ემიგრაციაში მყოფ ქართველ დედებს მიმართავს, მათაც თუ აქვთ იგივე პრობლემები, რაც საქართველოში მცხოვრებ დედებს:

"ქართველ ემიგრანტებთან მაქვს შეკითხვა, ევროპელ დედებს აქედან რას გავაგებინებ... მაინტერესებს, ბავშვი ბაღში რომ მიგყავთ, მანდაც ებრძვით ტილებს? კანონივით როა, რომ ბავშვს რომ ბაღში შეიყვან, აუცილებლად სულ ვირუსი უნდა ჰქონდეს და ასე გამოიმუშაოს იმუნიტეტი და ათჯერ ტილები დაესიოს? ასევე ძალიან მაინტერესებს, ძვირიან და ლამაზ სანაპიროებზე რომ დადიხართ და ისვენებთ, იქაც სულ ენტეროვირუსებია მოდებული და დასვენების ნაწილია, რომ სამი დღე ყველას ჰქონდეს რაღაც ნაწლავური ინფექცია? სულ მაინტერესებს. თუ ესეც ჩვენი კულტურის ნაწილია?"

სად ატარებენ ზაფხულის დღეებს ცნობილი ქართველი დედები - საქართველო, იტალია, ამერიკა, საბერძნეთი (ფოტო+ვიდეო)