"სამზარეულოს დანით მოკლა... თურმე მეგობრობდნენ... " - ვინ არის ზუგდიდში მოკლული 42 წლის ქალი? - მშობლები

"სამზარეულოს დანით მოკლა... თურმე მეგობრობდნენ... " - ვინ არის ზუგდიდში მოკლული 42 წლის ქალი?

2025-08-14 10:20:12+04:00

ზუგდიდში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავა მოკლა.

არსებული ინფორმაციით, "ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე სამზარეულოს დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა აფხაზავა. მოკლულს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული თურმე მეგობრობდნენ".

ადგილობრივების თქმით, მოკლული ოჯახის ახლობელი იყო. რატომ მივიდა საქმე ამ უმძიმეს დანაშაულამდე, ამას ახლა სამართალდამცავები ადგენენ.

ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე, ცხელ კვალზე სახლიდან აიყვანეს. მას მიმალვა არ უცდია. მომხდარზე ინფორმაცია სამართალდამცავებმაც უკვე გაავრცელეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1991 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ამბობენ, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა იყო. მოკლულ ახალგაზრდა ქალს დადებითად ახასიათებენ ადგილობრივები. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ნათია აფხაზავა მკვლელობაში ბრალდებულს ეჭვიანობის საბაბს არ მისცემდა.

"შოკირებული ვარ ამ ამბით. მოკლულია სიცოცხლით სავსე ნათია აფხაზავა. მართლა უკარგესი ადამიანი. დღეს ვნახე პირადად, ჩემთან იყო კლინიკაში მოსული 12 საათზე, გეგმურ ვიზიტზე. ნათია სოფელ ოდიშიდან არის.წლები გერმანიაში ცხოვრობდა, გერმანელი მეუღლე ჰყავს და ორი მცირეწლოვანი შვილი. ახლა შვილებთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული.

...წაიკითხეთ სრულად