ნატალია ქუთათელიძეს საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს, რადგან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. ნანი ბრეგვაძის შვილიშვილებიდან ის ერთადერთი გოგონაა და ასევე ერთადერთია, რომელიც ბებიისა და დედის გზას გაჰყვა და მუსიკა აირჩია საქმიანობის სფეროდ. მართალია, ნატალია საოპერო მიმართულებით წავიდა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური ათწლედი დაამთავრა, შემდეგ კი, პრესტიჟული "ჯულიარდი", თუმცა ძალიან ხშირად მონაწილეობს კონცერტებში დედასთან და ბებიასთან ერთად და ქართულ ცნობილ სიმღერებს ასრულებს.
რამდენიმე წლის წინ ნატალიას პირადი ცხოვრებაც განხილვის თემად იქცა საზოგადოებაში, რადგან მან აჩიკო ჯაფარიძეზე საიდუმლოდ იქორწინა. აჩიკოს მანამდე მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა.
წყვილს თანაცხოვრებისას ერთი ვაჟი - სანდრო შეეძინა.
სანდრო დიდ დროს ატარებს დიდ ბებოსთან ერთად და ნატალია აქვეყნებს ხოლმე პერიოდულად მათი ურთიერთობის კადრებს. ბოლოს ოჯახი ერთად რაჭაში ისვენებდა და სანდრო ცნობილი ბებოების გარემოცვაში იყო.
ნატალია იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და ამჯერად აჩიკოსთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.
ნატალიამ აჩიკოსთან დაქორწინების შესახებ რამდენჯერმე გააკეთა საჯარო კომენტარი. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს:
"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია... მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის.
რასაკვირველია, აჩიკოს შვილებთან დღეს მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბავშვებმა გაიარეს, საოცრად გაკვირვებული და მათდლიერი ვარ მათი, რომ მაინც თბილად და გულწრფელად მიღებენ და უნდათ ჩემთან ურთიერთობა. ურთიერთობის დასაწყისშიც მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რა თქმა უნდა. ეს შეგრძნება სულ თან უნდა დაგდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს".