ქართული, მოყვითალო ფერის, ნედლი ქათამი სინამდვილეში შეღებილია: "ქათმის საკვებში ყვითელ, სინთეზურ პიგმენტს ურევენ, რომელიც ფრინველის კანს შესამჩნევად აყვითლებს" - მშობლები

ქართული, მოყვითალო ფერის, ნედლი ქათამი სინამდვილეში შეღებილია: "ქათმის საკვებში ყვითელ, სინთეზურ პიგმენტს ურევენ, რომელიც ფრინველის კანს შესამჩნევად აყვითლებს"

2025-08-14 10:44:29+04:00

ქართული ე.წ. ნედლი ქათამი, რომელსაც ყვითელი ფერი დაჰკრავს, ქიმიური საღებავებით შეღებილი აღმოჩნდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს, რომელმაც თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

გამოცემის ინფორმაციით, ქათმის საკვებში ურევენ ყვითელ, ხშირად სინთეზურ პიგმენტს, რომელიც ფრინველის კანს შესამჩნევად აყვითლებს და ეს “სოფლის დედლის” ფერი რომ ძირითადად საღებავის დამსახურებაა, მყიდველს არავინ ეუბნება.ქათმის კანს ფერს საკვებში შერეული პიგმენტი უცვლის. რაც მეტი გასაყვითლებელია შერეული, მით უფრო ყვითელია ქათამიც.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაარკვია ისიც, რომ იგივე ხდება კვერცხის შემთხვევაშიც - ფერმის ქათმის კვერცხის გული და ნაჭუჭიც სოფლის ქათმის კვერცხს რომ დაემსგავსოს, საკვებში გასაყვითლებლებს ზოგჯერ აქაც იყენებენ.

ძლიერ შეღებილი ხორცისა და კვერცხის ხანგრძლივი ჭამა აქვეითებს მხედველობას, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოშლა, მწყობრიდან გამოჰყავს მეტაბოლიზმი, შეიძლება დააზიანოს ღვიძლიც.

რადიო თავისუფლებიც ინფორმაციით, საქართველოში საკვები საღებავების გამოყენების სტანდარტი დადგენილი არ არის. შესაბამისად არც სინთეზური საღებავების დოზირება არ კონტროლდება." - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

იხილეთ სტატია და ვიდეო