ზუგდიდში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. როგორც ცნობილი ხდება,34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავასამზარეულოს დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრობდნენ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ქალი ამ ოჯახის ნათესავია. მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი და ნათია აფხაზავა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
ამიტომ თავდაპირველად საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ამას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე, ცხელ კვალზე სახლიდან აიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული ქალი. მას მიმალვა არ უცდია
რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება ჯერჯერობით უცნობია.ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი ფულია.როგორც მოკლულისა და ბრალდებულის ახლობლები ჰყვებიან, მოკლულ ქალს თანხა გამოუგზავნია ნათია აფხაზავასთვის, რათა ბათუმში მდებარე მისი ბინა გაერემონტებინა.