სიმართლე "მკვლელი ვეშაპისა" და მისი მწვრთნელის შესახებ - დაესხა თუ არა ორკა სინამდვილეში თავს ჯესიკას? - მშობლები

სიმართლე "მკვლელი ვეშაპისა" და მისი მწვრთნელის შესახებ - დაესხა თუ არა ორკა სინამდვილეში თავს ჯესიკას?

2025-08-14 15:07:20+04:00

ცოტა ხნის წინ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელშიც ჩანს “მკვლელი ვეშაპი“ თავს ესხმის და კლავს მის მწვრთნელჯესიკა რედკლიფს.

საკმაოდ დიდ აუდიტორიას სჯერა, რომ სასტიკი შემთხვევა ერთ-ერთ საზღვაო პარკში მოხდა.

დამაჯერებელმა ვიდეომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია გამოხმაურება და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გახდა. “ჯესიკას და მკვლელი ვეშაპს“ დღემდე აქტიურად განიხილავენ, თუმცა IB Times-ი და Vocal Media ადასტურებს, რომ ვიდეო სრული ფაბრიკაციაა. უფრო მეტიც, ისტორია და პერსონაჟებიც გამოგონილია და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისაც კი, რომ ასეთი საზღვაო პარკი ფუნქციონირებს.

განაგრძეთ კითხვა