ქორწილის ფოტოები, რომელზეც ბრუკლინ ბექჰემმა საკუთარი ოჯახი არ დაპატიჟა - პატარძალმა დედამთილთან პირველად ქორწილში იჩხუბა და მეორე ქორწილი მის გარეშე გადაიხადა - მშობლები

ქორწილის ფოტოები, რომელზეც ბრუკლინ ბექჰემმა საკუთარი ოჯახი არ დაპატიჟა - პატარძალმა დედამთილთან პირველად ქორწილში იჩხუბა და მეორე ქორწილი მის გარეშე გადაიხადა

2025-08-14 20:32:59+04:00

წყვილმა კვლავ გაცვალა საქორწინო აღთქმა და ინტიმური ცერემონია მოაწყო. მეორე ქორწილში არც ვიქტორია და არც დევიდ ბექჰემი არ იმყოფებოდნენ - ზეიმი მხოლოდ პატარძლის ოჯახისა და ახლო მეგობრების წრეში გაიმართა.

ჰოლივუდს უყვარს დიდი ქორწილები, მაგრამ ზოგჯერ ცნობილი წყვილებიც კი ინტიმურ და მშვიდ ცერემონიებს ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ ეს გააკეთეს 30 წლის ნიკოლა პელცმა და 26 წლის ბრუკლინ ბექჰემმა. წყვილმა გადაწყვიტა საქორწინო აღთქმის განახლება - და ეს საქმროს ნათესავების გარეშე, მხოლოდ მსახიობის მხრიდან უახლოესი ადამიანების გარემოცვაში მოხდა.

ამჯერად, წყვილმა აღთქმა გაცვალა ნიკოლას ოჯახის სახლში, ვესტჩესტერის ოლქში. პატარძალმა ორჯერ გამოიცვალა კაბა.

928x1280-0xmu5xzxxv-1158960523173295699-1755189996.jpg

საპატარძლო კაბა ვინტაჟური იყო - დედის საქორწინო კაბა ყვავილებიანი დეკორაციებით მხრებზე და ფუმფულა სახელოებით, რომელსაც ავსებდა იმავე ფერის ნაზი ფატა. ხელზე იგივე ბეჭდები ბრწყინავდა, რომლის ღირებულებაც 1.8 მილიონი დოლარია და პირველი ქორწილიდან ატარებს. ნიკოლამ ზეიმიდან ფოტოები პირად ბლოგზე გამოაქვეყნა და ლაკონურად დაწერა: „მხოლოდ სიყვარული“.

1179x887-0xpfuzyupl-2698094782091081804-1755189997.jpg1179x868-0xjclvcnzk-2706033088192650293-1755189997.jpg1179x859-0xkv14ga4e-6455485640720474933-1755189997.jpg1179x871-0xzitw0pye-8631305586430441167-1755189997.jpg1179x773-0xvmeeg0dd-2443083297815543548-1755189997.jpg990x1280-0xpwez8i6b-7838536126582325687-1755189996.jpg1044x1280-0xyjgtj2my-9622919398364631817-1755189996.jpg1122x827-0x4jivwz5a-8157964424709220496-1755189996.jpg

წვეულების შემდეგ ნიკოლამ კლასიკური თეთრი საქორწილო კაბა ღია ცისფერით ჩაიცვა, გამჭვირვალე კორსეტითა და თხელი თასმებით, რომელიც მკერდსა და მხრებზე პეპლების ფორმის მოცულობითი აპლიკაციებით იყო მორთული.

1179x833-0xdmxxa0pm-1618630443311566498-1755189997.jpg1179x977-0xgylbldad-9131988842222932838-1755189998.jpg

ცნობისათვის, ნიკოლა და ბრუკლინი 2019 წელს შეხვდნენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბრუკლინმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. მათი პირველი, მდიდრული ქორწილი 2022 წელს ფლორიდაში 4 მილიონი დოლარი დაჯდა და ბევრი ცნობილი ადამიანი შეკრიბა, მაგრამ მაშინ დაიწყო კონფლიქტები.

წყვილთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მეორე ცერემონია სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო იყო, ასევე თბილი მოგონების შექმნის მცდელობა, რომელიც მათთან სამუდამოდ დარჩება და გააქარწყლებს ძველ მოგონებებს. ამჯერად ყველაფერი ზედმეტი ხმაურის გარეშე და სტუმრების მინიმალური რაოდენობით მოხდა. მაგრამ მიზეზები, რის გამოც ბექჰემებიდან არც ერთ არ დაუპატიჟიათ, აშკარაა - შერიგება არ ჩანს.

შენ ჩემთვის მკვდარი ხარ - ბექჰემების ოჯახში რძლის გამო დაწყებულმა კონფლიქტმა ძმები ერთმანეთს გადაამტერა