გამწვანებული კარტოფილის მავნებლობა ცნობილია, თუმცა გაღივებული და დარბილებულიც რომ ასე სახიფათოა, ბევრმა არ იცის - გიორგი ღოღობერიძე სახიფათო კარტოფილზე - მშობლები

გამწვანებული კარტოფილის მავნებლობა ცნობილია, თუმცა გაღივებული და დარბილებულიც რომ ასე სახიფათოა, ბევრმა არ იცის - გიორგი ღოღობერიძე სახიფათო კარტოფილზე

2025-08-15 08:34:03+04:00

გამწვანებული კარტოფილი რომ საკვებად არასასურველია, თითქმის ყველამ იცის, თუმცა რამდენად სახიფათოა, ამის შესახებ ზუსტი წარმოდგენა უმრავლესობას არ აქვს. მით უმეტეს, ცოტამ თუ იცის, რომ გაღივებული კარტოფილიც ასევე საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე დაწვრილებით საუბრობს.

"არასოდეს გამოიყენოთ საკვებად კარტოფილი, რომელსაც დაწყებული აქვს გამწვანება ან გაღივება. ანუ უკვე აქვს ნორჩი გამონაზარდები. თუ ასეთ კარტოფილს მაინც მოიხმართ, მასში ძალიან მაღალი კონცენტრაციით შეგხვდებათ ტოქსიკური ნივთიერება სოლანინი. ის ადამიანის სხეულში ორი სახის დარღვევას იწვევს - აზიანებს ჩვენი უჯრედების მემბრანებს, განსაკუთრებით, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ამიტომაც ამ კარტოფილის მოხმარებიდან 8-12 საათში ადამიანს ეწყება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი. შეიძ₾ება ჰქონდეს სიცხეც და შეიძლება ინფექციაში აგერიოთ. თუმცა ეს ინფექცია არ არის, ეს მოწამვლაა.

მეორე დარღვევა, რასაც სოლანინი იწვევს, აცეტილ ქოლინ ესთერაზას ნერვულ სისტემაში. ამიტომაც გაღივებული კარტოფილის დიდი რაოდენობით მოხმარებისას ან ბავშვებზე გამოყენებისას შეიძლება ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს. მძიმე შემთხვევებში გარდაცვალებაც ფიქსირდება.

თუ ფიქრობთ, რომ ასეთ კარტოფილს კარგად შეწვავთ ან მოხარშავთ და ასე გაანეიტრალებთ, სამწუხაროდ, ცდებით. სოლანინი ძალიან მდგრადია ტემპერატურის მიმართ და ტოქსიკურიბას ინარჩუნებს.

თუ მხოლოდ ასეთი კარტოფილი გაქვს და სხვა გზა არ არის, ეს მწვანე ნაწილი და ღივები ბოლომდე მოაშორე. თუმცა, თუ გამწვანება-გაღივებასთან ერთად, კარტოფილი რბილიცაა, ასეთი კარტოფილი უკვე კატასტროფაა და არ უნდა გამოიყენო.

კარტოფილი რომ არ გამწვანდეს და გაღივდეს, გრილ და ბნელ ადგილზე უნდა შეინახოთ. თუმცა არა მაცივარში, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.