"ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში..." - რეჟისორი და მსახიობი ოთარ ქათამაძე მძიმე მდგომარეობაშია - მშობლები

"ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში..." - რეჟისორი და მსახიობი ოთარ ქათამაძე მძიმე მდგომარეობაშია

2025-08-15 10:42:14+04:00
რეჟისორსა და მსახიობს ოთარ ქათამაძეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც მისთვის შექმნილ ჯგუფში ვკითხულობთ, მას ანევრიზმა გაუსკდა:
"ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, ოთარ ქათამაძე, მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა — ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება.
დღესდღეობით ოთია რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ რაც მთავარია ექიმები იმედიან პროგნოზს გვაძლევენ და ჩვენ ვიცით, ოთია აუცილებლად გამოჯანმრთელდება და მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს!
ამ გამარჯვებამდე კი წინ არის ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაციის გზა. სწორედ ახლა სჭირდება მას ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.
ოთია — ნიჭიერი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და სამაგალითო მოქალაქეა. მოდით, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ, რომ მან ეს ბრძოლა აუცილებლად მოიგოს!!!
ანგარიშის ნომრები:
#GE37TB7251245064300006
#GE36BG0000000525985281
მიმღები - ანა დეისაძე
დანიშნულება - ოთიასთვის