"მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია..." - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა - მშობლები

"მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია..." - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა

2025-08-15 11:02:35+04:00

2020 წლის ივნისში, თბილისის ერთ უბანში, რამდენიმე წუთის განმავლობაშისევა შამოიანიცოცხლად იწოდა - მამაკაცი კი, რომელმაც შეყვარებული ასე გაიმეტა, უყურებდა და არაფერს აკეთებდა. უმძიმეს შემთხვევას წინ უძღოდა ტელეფონით მუქარები, შეურაცხყოფა. ის, რაც იმ დღეს მოხდა, არა მხოლოდ სევა შამოიანის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იყო შოკი.

სევამ გადარჩა, მაგრამ ის დღემდე რეაბილიტაციას გადის, ამჯერად საფრანგეთში. სამართლიანობა აღსრულდა, დამნაშავეს 17 წელი მიუსაჯეს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირდა და სასჯელს 5 წელი მოაკლო.

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული შალვა გოგოლაძე, ახლა ციხეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ზის.

სევა კი თავის ბრძოლას აგრძელებს: უკვე არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს. თერაპიას საფრანგეთში გადის. საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს, მაგრამ გვიყვება თავის ახლანდელ ცხოვრებაზე და ნანობს, რომ მასზე ძალადობის პირველივე დღეებიდან პოლიციას არ მიმართა

- სევა, ახლა როგორ ხარ, როგორია თქვენი დღევანდელი ცხოვრება?

- საფრანგეთში ვცხოვრობ მესამე წელია. დღემდე გავდივარ თერაპიებს, მასაჟებს. სრულყოფილად, როგორც ადრე, ვეღარ ვცხოვრობ, ფეხების გამო. არ შემიძლია დიდხანს სიარული, დიდხანს ჯდომა, წოლა, სულ უნდა ვიცვალო პოზები. ეს ფიზიკური და რაც შეეხება ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობას, ძალიან რთულად ვარ.

- როგორი იყო თქვენი ცხოვრება იმ ტრაგიკულ დღემდე, რა ოცნებები ჰქონდა მაშინდელ სევას?

- ორ ადგილას ვმუშაობდი, სასტუმროში მენეჯერად და მეიქაფ არტისტად.

- როგორ გაიცანით დამნაშავე?

- შემთხვევით, წვეულებაზე. იმ საბედისწერო დღემდე რვა-ცხრა თვით ადრე.

- ამ გადმოსახედიდან იყო დასაწყისში რაიმე ნიშნები, რომ მაშინვე უნდა მოგეშორებინათ თქვენი ცხოვრებიდან?

- დიახ, ნიშნები იყო, როდესაც მემუქრებოდა, რასაც სერიოზულად არ ვიღებდი, უბრალოდ ვბლოკავდი. ძალიან დიდი შეცდომაა იყო, რომ თავიდანვე არ მქონდა ამაზე რეაგირება. რთულია ამ ადამიანზე ჩემთვის საუბარი, არ მინდა, რომ დეტალებში ჩავიდე. მეუბნებოდა მოგკლავ... ერთად არ ვიყავით, მაგრამ მუქარა რომ დამიწყო ჩემი ბრალია თავიდანვე არ მოვახდინე რეაგირება. არ მეგონა, რომ უმიზეზოდ შეეძლო ასე გაეწირა ადამიანი. განაგრძეთ კითხვა