15 წლის გივიკოს ამბავმა საზოგადოება მართლაც შეძრა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბევრმა გამოთქვა მისი დახმარების სურვილი და საქველმოქმედო ორგანიზაცია "სიკეთის ქალაქი" წერს:
"სიკეთის ქალაქის განცხადება: გივიკოსთან დაკავშირებით.
გივიკოს ვიდეო ბევრმა თქვენგანმა ნახაყველაფერი მოხერხდა….შეგროვება დასრულებულია. მადლობა ქართველებო ამ სიკეთისათვის. ყველაფრის თანხა აგროვებულია. ოჯახს დედის თხოვნით შევუძენთ საოჯახო ტექნიკას (სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, ტელეფონს, ავეჯს, მაცივარს) გივიკოს შევუძენთ ტანსაცმელს.ოჯახს მივაწვდით რამოდენიმე თვის საკვების მარაგს….. ასევე მივაწვდით აგროვებულ სოლიდურ თანხასაც (15000 ლარი). ასევე ჩარიცხული თანხიდან გივიკოს ყოველთვიურად გადაეცემა 300 ლ სტიპენდიის სახით (1 წლის განმავლობაში - სულ 3600 ლ). მადლობას ვუხდი ორ მეგობარს, რომლებიც გივიკოს გამოუცვლიან სახლში ფანჯრებს და შეუძენენ საჭირო ნივთებს. ამ ვიდეოს შემდეგ ხალხის სიკეთე აუცილებლად შეცვლის გივიკოს ცხოვრებას. და თქვენ ყველას მადლობა ამ დიდი თანადგომისათვის.
მადლობა, ქართველებო.
p.s. რადგან შეგროვებული თანხა საკმარისზე მეტია, გივიკოსი და მისი მშობლების გადაწყვეტილებით, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენც ვეთანხმებით, სიკეთის ქალაქი საკვების მარაგს მიაწვდის რამდენიმე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს და რა თქმა უნდა დავდებთ ვიდეომასალას, რომ ნახოთ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს მაია ტყაბლაძეს - დიდი თანადგომისა და ნდობისათვის. მისი დახმარებით გაიგო ამერიკის ემიგრაციამ გივიკოს ისტორია და დღეს უკვე ისინი დაუკავშრდნენ ოჯახს და მიაწოდეს დახმარება. ასევე ერთი ადამიანი გივიკოს სამსახურის დაწყებაში მიეხმარება რომ ბავშვს აღარ მოუწიოს შემდეგში მძიმე შრომა".