ტოქსიკური დედების ფრაზები, რომლებიც გოგონებს განსაკუთრებულ ტრავმებს აყენებს - მშობლები

ტოქსიკური დედების ფრაზები, რომლებიც გოგონებს განსაკუთრებულ ტრავმებს აყენებს

2025-08-15 12:43:02+04:00

ბევრი გოგონა ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე ისმენს მშობლისგან ფრაზებს, რომლებიც თითქოს უწყინარად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ტოქსიკური დატვირთვა აქვთ.

ფრანგი კლინიკური ფსიქოლოგი მარი-ესტელ დიუპონი თავის წიგნში „ანტი-დედა“ აღწერს შემთხვევებს, როცა დედები, ხშირად გაუცნობიერებლად, კონკურენციას იწყებენ საკუთარ შვილებთან. მაგალითად, თუ მამა ან სხვა მამაკაცები ოჯახში მეტ ყურადღებას უთმობენ გოგონას, დედა შეიძლება ამაზე ირონიით, უსაფუძვლო კრიტიკით ან ემოციური დისტანციით რეაგირებდეს. ეს არის მცდელობა, კვლავ დაიბრუნოს „ოჯახის მთავარი ქალის“ სტატუსი.

კომენტარები გარეგნობაზე — ტკივილი, „ზრუნვის“ საფარქვეშ

ყველაზე ხშირად ეს კონკურენცია დამამცირებელ შენიშვნებში ჩნდება, რომლებიც გარეგნობასთან ეხება. სიტყვები, როგორიცაა „ძალიან ბევრს ჭამ“ ან „შენ ასაკში მე უფრო გამხდარი ვიყავი“, მხოლოდ კრიტიკა არ არის — ასეთი ფრაზები შეიძლება წლების განმავლობაში ჩაილექოს მეხსიერებაში და გოგონა დააჯეროს, რომ ის „არ არის საკმარისად კარგი“. თითქოს დედა უნდა გაუხარდეს შვილის წარმატება, მაგრამ რეალობაში ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ფსიქიატრი რობერტ ნოიბურგერი განმარტავს, რომ ზოგიერთ ქალი ქალიშვილის ზრდასრულობას ასაკის შიშ, განუხორციელებელ ოცნებებს ან მეუღლის ყურადღების ნაკლებობას უკავშირებს.

როცა სარკეში საკუთარი შიში ჩანს

ფსიქოლოგი კეროლ რიფის კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგ დედას, როცა ხედავს, რომ ქალიშვილი უფრო წარმატებულია, ვიდრე თავად, შერეული გრძნობები უჩნდება — სიამაყის განცდის ნაცვლად კრიტიკა იქცევა მათ იარაღად.ფსიქოთერაპევტი ფრანსუაზა დიუპენი კი ამბობს, რომ ქალიშვილი დედისთვის სარკეა, სადაც მისი შიშები და კომპლექსები ირეკლება. თუ დედა თვითონ ვერ შეეგუა თავის გარეგნობას, ვერ აიხდინა ოცნებები ან ასაკობრივ ცვლილებებს ვერ ერგუება, ეს ტკივილი შეიძლება შვილისკენ მიმართოს. ბავშვი კი წლები ელოდება სიყვარულს და მხარდაჭერას, მაგრამ მის ნაცვლად ყველაზე მტკივნეულ ადგილას იღებს დარტყმებს.

შედეგები და გამოსავალი

ასეთი ფრაზებით გაზრდილი გოგონები ხშირად ზრდასრულ ასაკში დაბალი თვითშეფასებით, შფოთვით და დეპრესიისკენ მიდრეკილებით იტანჯებიან.მნიშვნელოვანია გავიაზროთ: ეს სიტყვები ქალიშვილის ნაკლოვანებაზე კი არა, დედის შინაგან კონფლიქტებზე მეტყველებს. ამის გაცნობიერება შეიძლება პირველი ნაბიჯი გახდეს ურთიერთობის განახლებისა და საკუთარი შინაგანი ძალის დაბრუნებისკენ.