გამოქვეყნდა იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ ნაეკ-ში - მშობლები

გამოქვეყნდა იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ ნაეკ-ში

2025-08-15 13:05:02+04:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ატესტატი უნდა წარადგინონ ცენტრში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაახანგრძლივა.
ამ ბმულზე მოცემულია იმ აბიტურიენტთა სია (საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით), რომლებსაც ევალებათ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენა.
შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აბიტურიენტი ვერ მიიღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას.
აღნიშნული დოკუმენტი უნდა მოიტანოს აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: 032 2 47 33 33.