სახლში 7 საძინებელია. სოსოს სამი შვილისთვის - უფროსი, ლევანი, რომელიც პირველ ცოლთან შეეძინა თბილისში, წლებია, მამასთან ცხოვრობს რუსეთში და მის გვერდით არის კონცერტებზე. ორი ქალიშვილი ჰყავს ირინასთან. ასევე ცალკე საძინებლებია ცოლ-ქმრის მშობლებისთვის.
რუსეთში მცხოვრები მომღერალი სოსო პავლიაშვილი წლები ცხოვრობდა საკმაოდ დიდ ბინაში, რომელსაც გამორჩეული, მდიდრული და დატვირთული ინტერიერი ჰქონდა. ბოლო წლებში კი ზღაპრული სასახლის მსგავსი სახლი აიშენა ქალაქგარეთ, სადაც სულ უფრო მეტ დროს ატარებს ოჯახთან ერთად.
დღეს სახლის ეზოდან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შვილთან ერთად არის ასახული. უმცროსი ქალიშვილი ბოლო ხანებში სცენაზეც დგას მამასთან ერთად და ტიკ-ტოკ ვიდეოებსაც წერს მისი მონაწილეობით.
რაც შეეხება ეზოს, ლანდშაფტის დიზაინერის მიერ არის დაგეგმარებული, მოკირწყლული ბილიკებით. თუმცა საქათმისთვისაც მოიძებნა ადგილი. სახლი სულ 1000 კვადრატული მეტრია და მომღერლის თქმით, 30 წელი აგროვებდა ფულს ამ ნავსაყუდელისთვის.
ვიტრაჟული ფანჯრები, ბერძნული სვეტები, მოხატული ჭერი, ალაგ-ალაგ ფრესკები - ყველაფერი პავლიაშვილის ცოლის, ირინას მიერ არის დაგეგმილი და განაწილებული. სახლში მისი ნახატებიც გამოფენილია ყველა ოთახში.