რა გადაეცემა ბავშვს გენეტიკურად ბებიისგან - გოგონების და ბიჭების შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა - მშობლები

რა გადაეცემა ბავშვს გენეტიკურად ბებიისგან - გოგონების და ბიჭების შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა

2025-08-16 10:46:24+04:00

ბევრს აინტერესებს, რას იღებენ შვილიშვილები გენეტიკურად ბებიებისგან — გარეგნობას, ხასიათს თუ ჯანმრთელობას. გენეტიკოსები ამბობენ, რომ შვილიშვილს ბებიისგან გენების დაახლოებით 25% გადაეცემა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შვილიშვილი აუცილებლად ბებიას დაემსგავსება. გენები ერთმანეთს ისე ერევა, როგორც ბანქოს შერეული დასტა — წინასწარ ვერავინ გეტყვის, რომელი "კარტი ამოვა“.

დედის მხრიდან ბებია

თუ საქმე დედის მხრიდან ბებიას ეხება, გოგო და ბიჭ შვილიშვილთან კავშირი თანაბარია — ორივე შემთხვევაში დაახლოებით 25%.

მამის მხრიდან ბებია

აქ სხვაგვარად ხდება: მამის მხრიდან ბებია X-ქრომოსომას მხოლოდ გოგონებს გადასცემს. ამიტომ გოგონას ნახევარი X-ქრომოსომები ბებიებისგან მოდის, ბიჭებს კი მამის მხრიდან ბებიასთან ასეთი პირდაპირი კავშირი აღარ აქვთ.

როგორ ჩნდება „დამალული ნიშნები“

ხშირად გენები თაობას „გადახტებიან“. მაგალითად, თუ ბებიას ცისფერი თვალები ჰქონდა (რაც სუსტ, ანუ რეცესიულ ნიშნად ითვლება), ხოლო ბაბუას — მუქი (დომინანტური), შვილს, დიდი ალბათობით, მუქი თვალები ექნება. მაგრამ შესაძლოა სწორედ შვილიშვილში გამოჩნდეს ბებიის ცისფერი თვალი, როცა ეს უკვე ყველას დავიწყებული ჰქონდა.

გენეტიკური დაავადებების რისკი

ბებიისგან შვილიშვილს შესაძლოა არამხოლოდ გარეგნობა, არამედ ჯანმრთელობაც გადაეცეს. მაგალითად, თუ დედის მხრიდან ბებიას აქვს მემკვიდრეობითი გენი ძუძუს კიბოზე, მაღალია შანსი, რომ ეს გენიც შვილიშვილსაც შეხვდეს. ხოლო თუ ბიჭია, მას ეს დაავადება არ დაემართება, მაგრამ შესაძლოა თავის ქალიშვილს გადასცეს.

გენეტიკოსები ამბობენ, რომ იმის გასაგებად, ზუსტად რა „საჩუქარი“ შეიძლება მიიღოს შვილიშვილმა ბებიისგან, საჭიროა სრულფასოვანი გენომის ანალიზი მთელი ოჯახის მასშტაბით. მანამდე კი პასუხი ერთია: ბებია ყოველთვის შვილიშვილის ნაწილია — ხილულადაც და უხილავადაც.