"ხვალ ქორწილი უნდა ჰქონოდა, ნაქირავებ ბინაში კი სხვა ქალთან იმყოფებოდა, ადგილზე მისულმა საცოლემ მამაკაცი დანით დაჭრა" - შემთხვევა საქართველოში - მშობლები

"ხვალ ქორწილი უნდა ჰქონოდა, ნაქირავებ ბინაში კი სხვა ქალთან იმყოფებოდა, ადგილზე მისულმა საცოლემ მამაკაცი დანით დაჭრა" - შემთხვევა საქართველოში

2025-08-17 08:38:42+04:00

მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივიმედია ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი დანით დაჭრა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

იხილეთ ვიდეო