პოლიციამ მარნეულში დააკავა ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ახალგაზრდაზე ჯგუფურად იძალადეს და ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ახალგზარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.
სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი თქმით, გაიგონეს ყვირის ხმები კორპუსის მეშვიდე სართულზე. ადგილზე მისული იყო ახალგაზრდა ქალი შუა ხნის ქალბატონთან ერთად. ქალი ერთ-ერთ ბინასთან ყვიროდა და აკაკუნებდა კარზე. მოგვიანებით მათ გაიგონეს ახალგაზრდა მამაკაცის ყვირილის ხმა, რომელიც დაჭრილი იყო და ითხოვდა შველას.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა, რომელსაც სისხლი სდიოდა, ფეხით ჩაირბინა შვიდივე სართული.