ბათუმში მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა, არსებული ინფორმაციით, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა - მშობლები

ბათუმში მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა, არსებული ინფორმაციით, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა

2025-08-17 19:45:07+04:00
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ბათუმში – თამარის დასახლებაში ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე მატარებელმა მცირეწლოვან ბავშვს ფეხზე გადაუარა.

შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, საჭირო გახდა კიდურის ამპუტაცია.

ფაქტს აჭარის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იხილეთ ვიდეო