სელენა გომესმა, რომელსაც ადრე ნიკოლა პელცთან და ბრუკლინ ბექჰემთან ახლო მეგობრობა ჰქონდა, ნიკოლას საქციელის გამო მათთან ურთიერთობა შეწყვიტა. ნიკოლა გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნას ითხოვს, გარშემო ყველას ჩრდილავს და არავის ითვალისწინებს. ამის შესახებ The Sun-მა ვარსკვლავებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა.
რამდენიმე წლის წინ სელენა და ნიკოლა ძალიან ახლოს იყვნენ. ისინი მუდმივად ერთად ატარებდნენ დროს, სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებდნენ, „შესაბამის“ კაბებსაც კი იკერავდნენ და ერთხელ იდენტურ ტატუებსაც კი იკეთებდნენ. ხუმრობით, ნიკოლას ქმრის ჩათვლით, „ტრიოსაც“ უწოდებდნენ, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
სელენა დიდი ხანია ყოფილი მეგობრების გარემოცვაში არ შეუმჩნევიათ და, როგორც The Sun იუწყება, თავად მომღერალმა გადაწყვიტა, პელცის საქციელის გამო მათთან კონტაქტი შეეწყვიტა.
„ბევრი დაძაბული მომენტი იყო. მაგალითად, როდესაც ისინი სადილზე ან ვახშამზე მიდიოდნენ, ნიკოლა ყოველთვის ცდილობდა ისე დამჯდარიყო, რომ ფოტოგრაფებს საუკეთესო კუთხით გადაეღოთ. სელენას მიმართაც სულ არ იყო მეგობრული და თბილი, როგორც კი ხალხისგან საკმარის ყურადღებას არ მიიღებდა“, - ამბობს ინსაიდერი.
მან ასევე აღნიშნა, რომ არა მხოლოდ სელენამ, არამედ ბრუკლინისა და ნიკოლას სხვა ცნობილმა მეგობრებმაც შეწყვიტეს მათთან ურთიერთობა, მათ შორის როკო რიჩიმ (მადონას და გაი რიჩის ვაჟმა) და შეფ-მზარეული გორდონ რამზის შვილებმა, ჯეკმა და ჰოლიმ: „უბრალოდ შეხედეთ მათ მეგობრების წრეს, ის ყოველ კვირას მცირდება. ბევრმა ადამიანმა ზურგი აქცია მათ, რადგან მიხვდნენ, როგორ ცუდად იქცევა ნიკოლა, ბრუკლინი კი არაფერს აკეთებს მის ცოლზე გავლენის მოსახდენად“...