რას პასუხობს ნაეკი სკალირებული ქულებისა და ჩარიცხვების გამოქვეყნების თარიღის შესახებ კითხვებს - მშობლები

რას პასუხობს ნაეკი სკალირებული ქულებისა და ჩარიცხვების გამოქვეყნების თარიღის შესახებ კითხვებს

2025-08-18 13:31:21+04:00

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ქულების შემდეგ აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან სკალირებულ ქულებსა და აპელაციის შედეგების გამოქვეყნებას ელიან.

ბუნებრივია, პარალელურად უამრავი აბიტურიენტი უსვამს კითხვას naec-ს გამოქვეყნების თარიღთან დაკავშირებით. უმრავლესობის მოლოდინი იყო, რომ შედეგები დღეიდან გახდებოდა საჯარო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთი-ერთი კითხვის პასუხად წერს, რომ აპელაციაზე შესული ნამუშევრების განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ჯერ კიდევ მიმდინარეობს სააპელაციო ნაშრომების განხილვის პროცესი. შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება. ჩარიცხვების თაობაზე კი ინფორმაცია ყოველ წელს აგვისტოს ბოლოს ქვეყნდება.“ - ნათქვამია naec-ის მიერ გაცემულ პასუხში.

შეგახსენებთ, რომ იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. შედეგად ყველა, ვისი ნედლი ქულაც ზღვარზე მეტია, გადალახავს ზღვარს, მაგრამ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებიც შედარებით რთული ვარიანტი წერეს და ზღვარს მიუახლოვდნენ, მაგრამ გამსვლელ ქულაზე ნაკლები მიიღეს.

როგორ ხდება ქულების სკალირება და გათანაბრება, როგორ ირჩევენ რთულ და მარტივ ვარიანტებს და მოქმედებს თუ არა გათანაბრება უმაღლექსულიანებზე ან მათზე, ვინც ზღვარი ვერ გადალახა - პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრიდან