როგორც ცნობილია, ჟურნალისტმა და ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ ცოტა ხნის წინ ბიოლოგიური მშობლები იპოვა. სამწუხაროდ, დედასთან ურთიერთობა ვერ შედგა და ერთჯერადი შეხვედრით დასრულდა, მამასთან და და-ძმებთან კი შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ხშირად სტუმრობს სამეგრელოში. ამჯერად შვილებთან ერთად ჩავიდა და სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ბაბუა-შვილიშვილების ემოციური კადრები.
ცეკვის ვიდეოც დააანონსა და დღეს გაასაჯაროა.
როგორც ცნობილია, მამამისი გურგენ ხორავა, მოცეკვავე და ქორეოგრაფია. პატარა შვილიშვილთან ცეკვავს და თან ასწავლის.