გასულ შაბათ-კვირას მოსკოვში მცხოვრები ცნობილი კომიკოსი, 32 წლის გურამ ამარიანი დაქორწინდა. კომიკოსის რჩეული 21 წლის სტუდენტი ეკა მსტოიანია. ზეიმი მოსკოვის საბანკეტო დარბაზ „საფისაში“ გაიმართა და ზოგიერთი შეფასებით, 20 მილიონი რუბლი დაჯდა (დაახლოებით, 300 ათასი დოლარი).
ქორწილს 500 კაცი ესწრებოდა. ზეიმი 12 აგვისტოს დაიწყო, პატარძლის მხარეს, ხოლო 16-ში - საქმროს მხრიდან. საღამოს მთავარი ღონისძიება კი იყო რესტორან SAFISA-ში, მდიდრულ სასახლეში მოსკოვის ცენტრში, სადაც კორპორატიულ ღონისძიებებზე ჯენიფერ ლოპესი, ენრიკე იგლესიასი და სტინგიგამოდიოდნენ.
საქმროს სოლიდური ავტოკოლონით გაეშურა რესტორნისკენ - Rolls-Royce-ის, Gelendvagen-ის და Mercedes-Benz V-Class-ის მანქანებით.
შესრულდა ტრადიციული იეზიდური ცეკვები, რადგან გურამი იეზიდია წარმოშობით და ტრადიციული ოჯახიდან.
40 მაგიდაზე იყო უამრავი ხორცი, ზღვის პროდუქტები და ეგზოტიკური ხილი. პრემიუმ კლასის ალკოჰოლი.
სცენაზე მღეროდნენ სოსო პავლიაშვილი, რეპერი ბასტა, ზარა, ნავაი და სხვები. სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი კომიკოსები.
მომავალი კომიკოსი 1993 წლის აგვისტოში, თბილისში დაიბადა, იეზიდების ოჯახში. იეზიდები ისტორიულად ერაყში მცხოვრები ხალხია და რწმენის გამო არაერთხელ დევნიდნენ და გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ. კომიკოსის წინაპრები ერთ დროს თურქეთში ცხოვრობდნენ. მორიგი გენოციდის დროს გურამის წინაპარმა ოჯახი სომხეთში წაიყვანა. ახლა უკვე პოპულარული კომიკოსის ბაბუა კი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. თბილისიდან გაემგზავრა შემდეგ ოჯახი რუსეთში და იქვე აიწყო გურამმა წარმატებული კარიერა.