რატომ ხშირდება ქუჩაში ძაღლით დაკბენის შემთხვევები - რა იწვევს ცხოველის აგრესიას და როგორ მოვიქცეთ დაკბენის შემთხვევაში - მშობლები

რატომ ხშირდება ქუჩაში ძაღლით დაკბენის შემთხვევები - რა იწვევს ცხოველის აგრესიას და როგორ მოვიქცეთ დაკბენის შემთხვევაში

2025-08-20 10:50:09+04:00

ბოლო დღეებში რამდენიმე მოქალაქემ შეგვატყობინა, რომ თემქის ახლად აშენებულ სკვერში ქუჩის ძაღლებმა ბავშვები დაკბინეს... იმასაც ამბობენ, რომ გარეუბნებში ჯგუფურად დადიან ძაღლები და გამვლელებისთვის გარკვეულ საფრთხეს ქმნიან. ზოგიერთის ინფორმაციით, ეს ძირითადად ის ძაღლები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით პატრონების მიერ ამა თუ იმ ტერიტორიაზეა დატოვებული, თუ მიყვანილი...

რეალურად რა ხდება, ამ ყველაფერში ვის რა პასუხისმგებლობა აქვს, რა ზიანის მიყენება შეუძლია ძაღლს და როგორ უნდა მოიქცნენ ძაღლის ნაკბენის შემთხვევაში, სხვადასხვა დარგის სპეციალისტს კითხვებით მივმართეთ.

თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ოფიციალურად ასე გვიპასუხა:

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას ახორციელებს მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდით - სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ჩატარების გზით. სააგენტო წელიწადში, დაახლოებით, ათი ათასამდე სტერილიზაცია-კასტრაციას ატარებს და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია.

რაც შეეხება დედაქალაქის გარეუბნებში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობას, სამწუხაროდ, მიუხედავად სააგენტოს გაზრდილი ეფექტურობისა და ძალისხმევისა, საკმაოდ ხშირია მოსახლეობის მხრიდან თავიანთი არასტერილური, ზრდასრული ცხოველების, ან მათი ნაშიერის გარეუბნებში დატოვების შემთხვევები. ეს კი მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აწარმოებს კონტროლს როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე. ეკიპაჟს არასტერილური ცხოველები გადაჰყავს მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ უტარდებათ სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ანტირაბიული ვაქცინაცია. ამის შემდეგ ბრუნდებიან ბინადრობის არეალში“ - ნათქვამია მათ განცხადებაში.

საერთოდ რატომ კბენს ძაღლი ადამიანს, რატომ ესხმის თავს, რა იწვევს მის აგრესიას და როგორ უნდა დაცვას თავი ამისგან, ამაზე კინოლოგ-ინსტრუქტორი შოთა მალაშხია გვესაუბრა:

- ძაღლის კბენის მიზეზი და ამის გამომწვევი ფაქტორი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, შიში, დომინაცია, ტერიტორიის დაცვა. გააჩნია სიტუაციას, რა მოქმედების დროს კბენს, ძაღლი სად იმყოფება და ჩვენ იმ დროს რას ვაკეთებთ. გააჩნია იმასაც, ეს ქუჩის ძაღლის აგრესიაა, თუ პატრონიანი ძაღლის. ამ ყველაფერს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ქუჩის ძაღლის შემთხვევაში შეიძლება ის ტერიტორიას იცავდეს, ან ჩვენი მოქმედებიდან რამე არ მოეწონოს, ან უბრალოდ იმ ადამიანს მიგვამსგავსოს, რომელმაც ცხოვრებაში რაღაც დაუშავა... პატრონიანის შემთხვევაში შეიძლება მიზეზი ის იყოს, რომ პატრონი ვერ აკონტროლებდეს ჯიშს, რომელიც ჰყავს. არ ჰქონდეს ჯიშისა და მისი თვისებების გამო ცოდნა. იმასაც ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუ რატომ ვერ აკონტროლებდეს პატრონი ძაღლს. რაც შეეხება აგრესიის დროს თავის დაცვას, აქ უნივერსალური მეთოდი, ალბათ არ არსებობს. გააჩნია სიტუაციას, რა ჯიშის ძაღლია, რა ზომის და რა დოზით იწევს საკბენად. ამ დროს გაქცევა გამოსავალი არ არის. ცხოველია და ვერსად გაექცევი, თუ გარბის, უნდა დაიჭიროს, ინსტინქტი აქვს ასეთი. შეიძლება გაქცევით ადამიანმა უარესი გააკეთოს და ძაღლის გაღიზიანება იქამდე მივიდეს, რომ საბოლოდ უკბინოს. არადა, იმ მომენტში შესაძლოა ოდნავ გაცლა სჯობდა.

- ხშირად ძაღლის მიერ დაზარალებულებს ასეთი არგუმენტი აქვთ - ჩემთვის მივდიოდი, ძაღლი გამომეკიდა და მიკბინა. თუნდაც ასე იყოს. შეიძლება ასეთ დროს ძაღლი ადამიანს თავს დაესხას?

- როგორ არა. ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება, ვინმეს უბრალოდ მიამსგავსა. უმეტესად ქუჩის ძაღლებშიც მოხდეს ასეთი რამ. როცა ვინმე ძალიან ცუდად ექცევა, ჯოხს ჩაარტყამს, ან ქვას ესვრის, - დიდი ზომის ძაღლები ამას იმახსოვრებენ, პატარებიც, მაგრამ დიდებს უკვე პასუხის გაცემა შეუძლიათ. ხშირ შემთხვევაში ასეა. განაგრძეთ კითხვა