გამოქვეყნდა აპელაციის შედეგები და სკალირებული ქულები - რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 21 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება - მშობლები

გამოქვეყნდა აპელაციის შედეგები და სკალირებული ქულები - რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 21 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება

2025-08-20 11:05:17+04:00

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

"გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს.აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანისვადა 21 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64)", - წერს ნაეკი.