შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს საგნების მიხედვით. სტატისტიკა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, აქ კი რამდენიმე ძირითადი საგნის ზოგად შეჯამებას გთავაზობთ. ყველაზე მეტი აბიტურიენტი კვლავ ფიზიკაში ჩაიჭრა. ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა კი ინგლისურ ენაში დაიწერა. პროცენტულად ყველაზე ნაკლები უმაღლესი ქულა ისტორიაში (აბიტურიენტი), რაოდენობრივად კი ბილოგიაში დაიწერა (1 აბიტურიენტი)
ქართული
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 97.24 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 2.76 % -მა.
მაქსიმალური ქულა მიიღო 127-მა აბიტურიენტმა.
ინგლისური ენა
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 95.68 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 4.32 % -მა.
მაქსიმალური ქულა მიიღო 1096-მა აბიტურიენტმა.
ისტორია
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 98.19 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 1.81 % -მა.
მაქსიმალური ქულა მხოლოდ 8 აბიტურიენტმა მიიღო.
მათემატიკა
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 84.17 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.83 % -მა.
მაქსიმალური ქულა მიიღო 47-მა აბიტურიენტმა.
ბიოლოგია
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 84.91 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.09 % -მა.
ბიოლოგიაში მაქსიმალური ქულა მხოლოდ 1-მა აბიტურიენტმა მიიღო.
ქიმია
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 82.34 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 17.66 % -მა.
მაქსიმალური ქულა 7-მა აბიტურიენტმა მიიღო.
ფიზიკა
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 72.73 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 27.27 % -მა.
მაქსიმალური ქულა მხოლოდ 5-მა აბიტურიენტმა მიიღო.
სამოქალაქო განათლება
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 82.19 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 17.81 % -მა.
უმაღლესი ქულა არავის მიუღია.
თუ გსურთ, რომ გასული წლების სტატისტიკას შეადაროთ, იხილეთ ეს სტატია