კაცი ოჯახის კისერი უნდა იყოს, ქალი თავი. შენ უნდა მართო, საითაც გინდა, იქით მიაბრუნო "ორი ვარსკვლავის" კონკურსანტი და რაგბისტი დაჩი კოპაძე გაზეთ ”პრაიმტაიმთან” ინტერვიუში საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. გთავაზობთ მონაკვეთს ინტერვიუდან:
დაჩი კოპაძე: ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ჩემი კანონები, წესები, პრინციპები მაქვს, რომელსაც, რაც არ უნდა მოხდეს, ვერ გადავუხვევ. ჩემი მეორე ნახევარიც ჩემს გზაზე ივლის, იმას გავაკეთებთ, რაც ორივეს მოგვეწონება. რაც ჩემთვის მისაღები იქნება, მისთვისაც მისაღები უნდა იყოს.
პრაიმტაიმი: თუ რაღაცაში არ გეთანხმება?
დაჩი კოპაძე: გააჩნია რაში. არის მომენტები, როცა შეიძლება დაუთმო და ასიამოვნო ქალს… მომთხოვნიც ვარ. მკაცრიც.
პრაიმტაიმი: რაში გამოიხატება შენი სიმკაცრე, სად მიდიხარ, რომელ საათზე მოხვალ, ეს არ ჩაიცვა?
დაჩი კოპაძე: ვფიქრობ, ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის და დეკოლტის ჩაცმას, როგორც არ უნდა უხდებოდეს. თუმცა, ქალი ყველაფერში არ უნდა შეზღუდო, გარკვეული თავისუფლება უნდა მისცე. გაგრძელება