გარდაიცვალა მამუკა ჩარკვიანი - მშობლები

გარდაიცვალა მამუკა ჩარკვიანი

2025-08-21 01:16:35+04:00

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

მამუკა ჩარკვიანი 1955 წლის 24 აგვისტოს, ბათუმში დაიბადა, ცნობილი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-79 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1979-82 წლებში იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის II მდივანი; 1982-92 წლებში - გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტი. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა. განაგრძეთ კითხვა