ცნობილი სიამის ტყუპი ჩვილთან ერთად შენიშნეს - სავარაუდოდ, მათ დედობის ოცნება აიხდინეს - მშობლები

ცნობილი სიამის ტყუპი ჩვილთან ერთად შენიშნეს - სავარაუდოდ, მათ დედობის ოცნება აიხდინეს

2025-08-21 12:21:02+04:00

მინესოტელი სიამის ტყუპი, რომლებიც ამჟამად 35 წლის არიან, ისევ მოექცნენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

ები და ბრიტანი ჰენსელებიახალშობილთან ერთად შენიშნეს. სწორედ ამა გამოიწვია ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მათ დედობის ოცნება აიხდინეს.

სიამის ტყუპები, ები და ბრიტანი განუყოფლები არიან. ოთხი წლის წინ კი ერთ-ერთი ტყუპი, ები, აშშ-ის არმიის ვეტერან ჯოშუა ბოულინგზე დაქორწინდა, ბრიტანი დღემდე მარტოხელაა.

გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ უჭირავთ ტყუპებს ბავშვს მანქანის სავარძელი და მას Tesla-ს უკანა სავარძელზე ათავსებენ.

განაგრძეთ კითხვა