მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მისმა დამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა ერთი სიტყვა დაწერა: "მორჩა", რომელსაც სამძიმრის კომენტარები მოჰყვა. ბოლო პერიოდში მამუკას მდგომარეობაზე თაკო ინტერვიუში ამბობდა: "მამუკა არ არის კარგად, ვიბრძვით, ექიმებიც და ყველა, თავად უნდა მოგვეხმაროს ორგანიზმი. დიდი ხანია უკვე ამ მდგომარეობაშია. პალატაში გადავიყვანეთ და შემდეგ ისევ რეანიმაციაში დააბრუნეს... ორი წლის წინ გართულდა, ფილტვის ემბოლია დაემართა. იქამდე რამდენიმეჯერ პნევმონიით მოხვდა კლინიკაში..."
ხანგრძლივად იბრძოდა ოჯახი მის გადასარჩენად, მაგრამ მომღერალი გუშინ გარდაიცვალა.
მისი ქალიშვილი ირინოლა სოციალურ ქსელში წერს:
"სიცარიელე… სევდის სინაზე…
…წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული….
შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში…სტროფში….
მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო…
ჩემს სევდას გულში შევინახავ და მეყვარები სამარადისოდ...