„ჯინო აკვაპარკი“ მასშტაბურ კვლევას იწყებს. მულტიფუნქციური აკვაპარკი უკვე არაერთი წელია დასვენების, გართობისა და ექსტრემის მოყვარულ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს აერთიანებს. „ჯინოში“ დაგხვდებათ აკვაპარკი და სპა სივრცე, რომლებიც თავის მხრივ წყლის ღია და დახურულ ატრაქციებს მოიცავს. საბოლოო ჯამში, აქ ყველაფერია თქვენი განტვირთვისა და რელაქსაციისთვის. მათ შორისაა: ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალი წყლის ტობოგანი, აუზი ბარი და ადგილზე მოხარშული ლუდიც კი.
ცოტა ხნის წინ „ჯინომ“ დაიწყო საზოგადოების აზრის მასშტაბური კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ფორმით გამოიკითხებიან როგორც აკვაპარკის ვიზიტორები, ისე ის ადამიანებიც, რომლებიც არასდროს ყოფილან „ჯინოში“. გამოკითხვის მიზანი საზოგადოების აზრის შესწავლა და შედეგების საფუძველზე მომსახურების გაუმჯობესებაა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთვის თითოეული ადამიანის გულწრფელი შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ შედეგების გაანალიზებით უნდა მოხდეს განვითარება.
„ჩვენთვის თითოეული სტუმრის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ამიტომ ვიწყებთ კვლევას, რომელიც დაგვეხმარება მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები და „ჯინოში“ დროის გატარება უფრო სასიამოვნო გავხადოთ. თუმცა ჩვენთვის არანაკლებად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ჩვენთან არასდროს ყოფილან. გვაინტერესებს, რატომ არ ყოფილხართ „ჯინოში“ და რა გადაგაწყვეტინებდათ სტუმრობას. თქვენი აზრი დაგვეხმარება, გავიგოთ რეალური მიზეზები და გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რომ „ჯინო“ ყველას არჩევანი გახდეს,“ - აცხადებენ კომპანიაში.
თუ არადროს ყოფილხართ „ჯინო აკვაპარკში“ , გახსენით ბმული, მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და დასაჩუქრდით აკვაპარკის ფასდაკლების ვაუჩერით.
გამოკითხვა
„ჯინოში“ სტუმრობა ყოველდღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდეა შესაძლებელი. თქვენი სურვილებიდან გამომდინარე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებით, რომელსაც აკვაპარკის ვებგვერდზე გაეცნობით.
(R)