მადონას 16 აგვისტოს 67 წელი შეუსრულდა. მომღერალმა დაბადების დღე იტალიაში აღნიშნა ექვსი შვილის, 28 წლის შეყვარებულის - აკიმ მორისის და მეგობრების გარემოცვაში. ვარსკვლავმა ზეიმის დეტალები სოციალურ ქსელებში გააზიარა.
მადონამ აღიარა, რომ ამ დაბადების დღეს დიდი ხნის ოცნება აისრულა. ოჯახთან ერთად მომღერალი სიენა პალიოში იმყოფებოდა - ტრადიციული დოღის სანახავად, რომელიც 1482 წლიდან ყოველწლიურად, 16 აგვისტოს იმართება. „არ არსებობს სიტყვები, რომ აღვწეროთ ამ ღონისძიებით აღფრთოვანება და საზეიმო განწყობა! ეს ნამდვილად წმინდა რიტუალია, როდესაც ათასობით ადამიანი შეშდება დოღის დაწყებამდე! თავად დოღის აღწერა შეუძლებელია. Grazie Mille! ოცნებები ხდება! ვულოცავ ჩემს თავს დაბადების დღეს!“ - წერს მომღერალი.
ვარსკვლავმა დღესასწაული ხმაურიანი წვეულებით აღნიშნა, რომელსაც მისი მეგობრები, შეყვარებული აკიმ მორისი და შვილები ესწრებოდნენ: 28 წლის ქალიშვილი ლურდესი, 25 წლის ვაჟი როკო, 19 წლის დევიდ ბანდა, 19 წლის მერსი და 13 წლის ტყუპი სტელა და ესთერი. მომღერალი სტუმრების წინაშე აბრეშუმის ტრენჩქოთსა და კაბაში გამოჩნდა, რომელიც მოგვიანებით მაქმანებიანი კორსეტით შეცვალა. ლუქი წითელი პომადით და მაქმანებიანი ხელთათმანებით დაასრულა.
ვარსკვლავის დაბადების დღის ტორტიც უჩვეულო იყო - ამ ზაფხულს პოპულარული Laboobu სათამაშოს სახით, რომელზეც ეწერა "გილოცავ დაბადების დღეს, მადუდუ".
მომღერალმა იტალიური შვებულების დარჩენილი ნაწილი ნაყინის მირთმევაში, ქალაქში საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობაში და ტოსკანას ხედებით ტკბობაში გაატარა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი მადონა ორჯერ იყო დაქორწინებული - მსახიობ შონ პენზე და რეჟისორ გაი რიჩიზე. ვარსკვლავმა უფროსი ქალიშვილი ლურდესი გააჩინა შეყვარებულისგან კარლოს ლეონისგან, ხოლო ვაჟი როკო მეორე ქმრისგან - გაი რიჩისგან. ამავე ქორწინებაში წყვილმა დევიდ ბანდა იშვილა. 2008 წელს წყვილი დაშორდა და მალე მომღერალმა კიდევ სამი ბავშვი იშვილა: ქალიშვილი მერსი და ტყუპები სტელა და ესთერი. გასული ზაფხულიდან მადონა ფეხბურთელ აკიმ მორისს ხვდება.