მზარეულობა 270-ათასდოლარიანი ოქროულობით - მეგან მარკლი კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა - მშობლები

მზარეულობა 270-ათასდოლარიანი ოქროულობით - მეგან მარკლი კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა

2025-08-22 12:16:54+04:00

მეგან მარკლმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კულინარიული შოუს მეორე სეზონის შესახებ აანონსებდა, თუმცა მაყურებელი არა ლიმონის კონსერვით დამზადებული მაკარონის რეცეპტმა, არამედ პრინცი ჰარის მეუღლის აქსესუარმა მიიზიდა. მაყურებლებმა მეგანის ხელებზე მდიდრული სამკაულები შენიშნეს და დასავლურმა მედიამ ის უკვე შეაფასა.

მეგანი დიდი ხანია ფუფუნებას მიჩვეულია, ამიტომ საჭმლის მომზადების დროსაც კი უნაკლოდ გამოიყურებოდა. ახალ ვიდეოში სასექსის ჰერცოგინია, რომელმაც ცოტა ხნის წინ 44 წლის იუბილე მეუღლისა და მეგობრების წრეში აღნიშნა, საკვების მომზადებისას ფაქტობრივად თავისი სამკაულების კოლექციის ნაწილს წარმოადგენს, რომლის ღირებულება დაახლოებით 270 000 დოლარია.

original-7-1755850977.webp

original-8-1755850977.webp

მეგანს პრინცესა დიანას Cartier Tank Française საათი ამშვენებს, რომელიც მისი საყვარელი სამკაული გახდა და რომლის ღირებულება 24 000 დოლარს შეადგენს; იმავე კომპანიის 18-კარატიანი ოქროსგან დამზადებული სამაჯური - 9 500 დოლარის ღირებულების და Jennifer Meyer-ის ჩოგბურთის სამაჯური - სამი ათასი დოლარი.

ასევე ამშვენებს დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ მეგანისთვის ნაჩუქარი უელსური ოქროს ნიშნობის ბეჭედი, რომლის ღირებულება 13 000 დოლარია, და „მარადისობის ბეჭედი“ - 108 000 დოლარი. და ბოლოს, სამკაულებს შორის არის ნიშნობის ბეჭედი ბრილიანტებით, პრინცესა დიანას პირადი კოლექციიდან. მისი ღირებულება 162 000 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ მეფე ჩარლზ III-ისა და პრინცესა დიანას ვაჟი, პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წელს დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ მათი პირველი შვილი, არჩი, დაიბადა და მალე წყვილმა სამეფო მოვალეობები მიატოვა და დიდი ბრიტანეთიდან მეგანის სამშობლოში, შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახი მონტესიტოში დასახლდა. 2021 წელს მათი ქალიშვილი ლილიბეტი დაიბადა. გადასვლის შემდეგ წყვილის ურთიერთობა სამეფო ოჯახთან გაუარესდა: ჰარიმ გამოუშვა სკანდალური მემუარები „Spare“ და წყვილმა არანაკლებ გახმაურებული ინტერვიუ მისცა ოპრა უინფრის.

2020 წელს წყვილმა Netflix-თან დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მათი პირველი პროექტი იყო დოკუმენტური შოუ „ჰარი და მეგანი“, რომელიც ასევე მოიცავდა მათი „წარსული“ ცხოვრების მოგონებებს. მერე კი გამოვიდა კულინარიულ შოუს „სიყვარულით, მეგანი“, რომელსაც მაყურებლებმა არაგულწრფელი უწოდეს, თუმცა მაინც გამოდის მეორე სეზონი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამეფო ოჯახი და პრინცი ჰარი კვლავ აპირებენ ურთიერთობების გაუმჯობესებას: დიდ ბრიტანეთში უკვე გაიმართა საიდუმლო სამიტი, რომლის მიზანიც ჰარისა და მისი მამის შერიგებაა.