ანა კურნიკოვა შვილებთან ერთად გამოჩნდა: "ბავშვებს ყოველთვის მალავენ, მათი გამოჩენა უკიდურეს იშვიათობად იქცა" - მშობლები

ანა კურნიკოვა შვილებთან ერთად გამოჩნდა: "ბავშვებს ყოველთვის მალავენ, მათი გამოჩენა უკიდურეს იშვიათობად იქცა"

2025-08-22 12:08:10+04:00

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი ანა კურნიკოვა შვილებთან ერთად შენიშნეს. დედა ენერგიულად გამოიყურებოდა, რაც სასიამოვნო ამბავი გახდა გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ცოტა ხნის წინ მის ჯანმრთელობაზე ღელავდნენ.

2025 წლის დასაწყისი ანა კურნიკოვას გულშემატკივრებისთვის შემაშფოთებელი გახდა. იანვარში 44 წლის ყოფილი სპორტსმენი ფლორიდის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან შენიშნეს. ის ინვალიდის ეტლით მოძრაობდა. სპორტსმენს მარჯვენა ფეხზე სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი ეცვა და ქალიშვილები ახლდნენ.

538016269-2260076431097595-3776529029251092992-n-1755850937.jpg

მედია იუწყებოდა, რომ ასეთი მდგომარეობის მიზეზი ზურგის ქრონიკული ტკივილი გახდა - ძველი ტრავმა, რომელმაც 2003 წელს. 21 წლის ასაკში, ანას კარიერის დასრულება აიძულა. კურნიკოვას დიაგნოზი - ზურგზე წელის მიდამოს ქრონიკული დისფუნქციაა. დაავადება თან სდევს ძლიერი ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და სხეულის ქვედა ნაწილის დაბუჟებაც.

ეს პრობლემა ანას კორტზე გამოსვლის დროსაც ჰქონდა. სპორტიდან წასვლამდე არაერთხელ მოუყოლია, რომ დაზიანება ქრონიკულ ხასიათს ატარებდა და არ ასვენებდა. კურნიკოვას სიტყვებით, პირველი სერიოზული ტკივილი ის Australian Open-ის შემდეგ იგრძნო. ტკივილის წყარო წელში იყო, თუმცა სხეულის სხვა ნაწილებშიც ვრცელდებოდა.

538029374-1082636560658714-4071084129745211429-n-1755850773.jpg

ტრავმებით სავსე კარიერა

2003 წლის შემოდგომაზე The Guardian-თან საუბარში ანა გულწრფელად ყვებოდა, რომ მისი სპორტული კარიერის თითქმის ყველა სეზონი ტრავმების ფონზე მიმდინარეობდა. ამის გამო ხანგრძლივად ტოვებდა შეჯიბრებებს.

მოგვიანებით, 2011 წელს, ის აღიარებდა, რომ კარიერის ასეთ ადრე დასრულებას ვერც კი წარმოიდგენდა. მისი სიტყვებით, სწორედ ზურგი გახდა მთავარი დაბრკოლება, რომელმაც სპორტული კარიერის გაგრძელების საშუალება არ მისცა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგჯერ ანა ელემენტარულ საქმეებსაც ვერ ართმევდა თავს - მაგალითად, თასმების შეკვრას.

536966896-802641088767777-8515233719846456066-n-1755850755.jpg

მდგომარეობის გაუმჯობესება

ზუსტად რა მოხდა წელს დასაწყისში, ანამ არ დააზუსტა. მაგრამ ეტლით გამოჩენიდან რვა თვის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. პაპარაცების ახალმა ფოტოებმა ის ბევრად უკეთეს ფორმაში დააფიქსირეს.სურათებზე ანა სამ შვილთან ერთადაა - 7 წლის ტყუპ ლუსისა და ნიკოლასთან და 5 წლის მერისთან. დედას ისინი საბრძოლო ხელოვნების ვარჯიშზე მიჰყავდა და ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ადრე.

535765220-1290478529394723-2222277520285230120-n-1755850599.jpg

ოჯახური ცხოვრება

სანამ კურნიკოვა შვილების აღზრდით არის დაკავებული, მისი ქმარი ენრიკე იგლესიასი აქტიურად მუშაობს და დაგროვილ ფულს ხარჯავს - ცოტა ხნის წინ ფლორიდაში ახალი უძრავი ქონება შეიძინა. მომღერალმა მაიამი ბიჩის დახურულ კომპლექს ბეი-პოინტში კიდევ ერთი სახლი იყიდა. 1957 წელს აშენებული კოშკი მას 6.5 მილიონი დოლარი დაუჯდა. სახლში ხუთი საძინებელი და ოთხი აბაზანაა. ახალი საკუთრება იმავე ქუჩაზე მდებარეობს - საბალ-პალმ-როუდზე, სადაც წყვილის ოჯახური ბუდეა.

535467827-1308143180696595-1177310436415921600-n-1755850646.jpg

დაცული ცხოვრება

მიუხედავად ცნობადობისა, ოჯახი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. კურნიკოვა და იგლესიასი შვილების ფოტოებს სოციალურ ქსელებში უკიდურესად იშვიათად აქვეყნებენ. მშობლები ბავშვებს ყოველთვის მალავენ, მათი გამოჩენა უკიდურეს იშვიათობად იქცა ოჯახთან დაახლოებული წყაროების თქმით, წარმატების პიკზე ანა იმდენად იტანჯებოდა ზედმეტი ყურადღებისგან, რომ ეს მის ფსიქიკას ანადგურებდა. სწორედ ამიტომ მათი სახლი მაიამიში მასიური კედლებითა და დაცვითაა აღჭურვილი.

537665359-580850604996674-8853364976479838843-n-1755850264.jpg

532994533-1128077612576743-3866889163738643994-n-1755850961.jpg

კურნიკოვა დროის უმეტეს ნაწილს შვილებთან სახლში ატარებს, ხოლო თუ ოჯახი სადმე წასვლას გადაწყვეტს, ცდილობენ თავი აარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც რეპორტიორების შეხვედრის ალბათობაა. ანას მთავარი ოცნება, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ის არის, რომ პაპარაცებმა სამუდამოდ დაანებონ თავი.