ციხიდან ახალგამოსულმა ბათუმში მცხოვრებმა თურქმა მილიონერმა 22-დან ერთ-ერთი შვილის დაბადების დღე აღნიშნა - "აგარაკზე აღვნიშნეთ ისმაილის დაბადების დღე..." (ვიდეო) - მშობლები
უკვე ყველა იცნობს თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს, რომელიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ციხიდან. საზოგადოებამ ის მას მერე გაიცნო, რაც მისი გეგმა გახდა ცნობილი - რუს ცოლთან ერთად დიდი იმპერიის აშენებას გეგმავდა და ბათუმში დასახლებული 105 შვილის ყოლას აპირებდა. 22 ბავშვი ჰყავდათ სუროგატი დედებისგან და მათ უამრავი ძიძის დახმარებით უვლიდნენ, როცა მოულოდნელად ბიზნესმენი დააპატიმრეს. 2023 წელს სასამართომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო. ცოლი სამი ციხეში სტუმრობდა, იქ დაჰყავდა ბავშვები პაემნებზე...
მას მერე, რაც გალიფი ციხიდან გამოვიდა, ოჯახში ძირითადად სულ ზეიმებია. ცოტა ხნის წინ გალიფის ცოლი კრისტინა 28 წლის გახდა და შვილებისგან სათითაოდ მიიღო საჩუქრად ვარდები.
ახლა კი 22-დან ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე აღნიშნა ოჯახმა.
"ისმაილის დაბადების დღე აგარაკზე აღვნიშნეთ. ახლა ბევრი სტუმარი მყავს და საქმეც ბევრია, ამიტომ სოციალურ ქსელს ვერ ვუთმობ ბევრ დროს. სულ რომ არ დავიკარგო, ამ დღის რაღაც მონაკვეთებს გიზიარებთ", - წერს კრისტინა და ვიდეოს აქვეყნებს.
105 შვილი...
ყველაფერი ექვსი წლის დაიწყო, როცა კრისტინა შვილთან ერთად ბათუმში ისვენებდა და თურქი მილიონერი გალიფ ოზთურქი გაიცნო. გალიფი მასზე ბევრად დიდი იყო - 50 წლის. უკვე დამკვიდრებულიყო საქართველოში, სატრანსპორტო გადაზიდვების ბიზნესს ფლობდა, ასევე რამდენიმე სასტუმროს. კრისტინა ძალიან მოეწონა, რადგან გოგონამ უთხრა, რომ ძალიან უყვარს ბავშვები და ოცნებობს დიდ ოჯახზე, საკუთარი საბავშვო ბაღიც კი სდომებია. გალიფსაც მეტი რა უნდოდა - ის გეგმავდა ნამდვილი ოჯახური იმპერიის შექმნას და ოცნებობდა 105 ბავშვის ყოლაზე. ამიტომაც კრისტინასთან ერთად შეუდგა ამ გეგმის შესრულებას.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. მალე დაქორწინდნენ და კრისტინა ბათუმში დასახლდა თავის უფროს ქალიშვილთან ერთად. გალიფმა სააგენტოს დახმარებით შეარჩია სუროგატი დედები, რომლებსაც ორსულობის დროს თვალყურს ადევნებდა. პირველი ბავშვი მუსტაფა 2020 წელს გაჩნდა, მას სხვებიც მიჰყვნენ და 2023 წლისთვის თურქი მილიონერის სახლში ერთდროულად 22 ბავშვი იზრდებოდა. ოზთურქმა 168 ათასი ევრო დახარჯა სუროგატებზე, კიდევ 90 ათასი ძიძებზე და შინამოსამსახურეებზე. ამ დროის განმავლობაში 21 ძიძა გამოიცვალეს, მუდმივად კი სახლში 12 დამხმარე მუშაობდა. ყველა ძიძას მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქცია ჰქონდა, მაგალითად, ბავშვების ხელში აყვანა ეკრძალებოდათ. დღის ბოლოს კრისტინა ატარებდა ინსპექციას, ყველაფერი იყო თუ არა შესრულებული და დღის განრიგს ადგენდა.
"მე ვადგენ აღზრდის, კვების, სწავლის სისტემას. დამხმარეები მყავს, თუმცა ისინი მხოლოდ ასრულებენ მითითებებს, რომლებსაც მე ვამზადებ. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ვერ ვპოულობთ საერთო ენას და მიწევს პერსონალის შეცვლა", - ყვებოდა ადრე კრისტინა.
"ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, თუმცა სუროგატი დედებისგან გვყავს. ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ... ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, სუროგატი დედების შესახებ არაფერი ვიცოდი, ვიდრე ჩემმა ქმარმა არ მითხრა. ორივე შევთანხმდით, რომ ბევრი შვილი გვინდოდა, მაგრამ, ვფიქრობდი, მე გავაჩენდი. როდესაც სუროგაციაზე შევთანხმდით, დიდხანს ვაანალიზებდი დადებით და უარყოფით მხარეებს. პირადად არც ერთ ქალს არ ვიცნობთ და არც კონტაქტი გვაქვს მათთან. არის ხოლმე მსოფლიოში შემთხვევები, როცა სუროგატი დედები ბოლო ეტაპზე უარს აცხადებენ ბავშვის მშობლებისთვის მიცემაზე. სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა მსგავსი შემთხვევა", - ამბობდა "ბედნიერი დედა".
თუმცა მოულოდნელად ბიზნესმენი დააპატიმრეს და 8 წელი არ მიუსაჯეს ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით. ძიების დროს გაირკვა სხვა დეტალებიც - ბიზნესმენი 2018 წელს გამოიქცა თურქეთიდან, სადაც კუვეტ კესეოღლუს მკვლელობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. ამბობენ, რომ ამ მკვლელობის მიზეზი სისხლის აღების ტრადიცია იყო. თურქეთიდან გამოქცევამდე, მას იქ ჰყავდა ოჯახი და უფროსი შვილები, რომლებთანაც საქართველოდანაც აგრძელებდა კონტაქტს.
კიდევ უფრო ადრე, 2003 წელს, გალიფი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის გამო გაასამართლეს, რომელიც თაღლითობით იყო დაკავებული. მალე გამოუშვეს, თუმცა ხუთ წელიწადში ისევ დააპატიმრეს - სტამბოლის საფონდო ბირჟაზე მაქინაციებისთვის. მაშინაც მალე მოახერხა გათავისუფლება.
2012 წელს ფულთან დაკავშირებული მაქინაციებისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო კვლავ დააპატიმრეს...
იცოდა თუ არა კრისტინამ ქმრის დანაშაულებრივ წარსულზე? ამბობს, რომ არც კი ეჭვობდა. თუმცა როცა ქმარი გაასამართლეს, ბლოგიც წაშალა და ნომერიც შეცვალა. ქმარს ციხეში სტუმრობდა. მის მიერ დატოვებული კაპიტალით უვლიდა ბავშვებს. ასევე ბიზნესიც დარჩა, რომლიდან მიღებულ შემოსავლებს კრისტინა იყენებდა და ფინანსურად ნორმალურად იყო. როგორც რუსულ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, უფრო მორალურად უჭირდა. ახლა კი გალიფი ისევ მის გვერდითაა და ჯერ უცნობია, განაგრძეს თუ არა დაწყებული გეგმის შესრულებაზე ზრუნვა.