ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა წყვილია. ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინათ - გიორგის შემდეგ პატარა ნინას მშობლები გახდნენ. უკვე 5 წელი შეუსრულდათ ერთად და კვლავ შეყვარებული წყვილის ემოციები ჩანს მათ ფოტოებსა და ვიდეოებში. ირაკლის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ძალიან გაუმართლა ლიზაში და მათი სიყვარული დღითიდღე ძლიერდება.
ხუთი წლის იუბილე მან ცოლს ვარდების უშველებელი თაიგულით მიულოცა.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ირაკლიმ აღნიშნა:
"ჩემსა და ლიზას შორის 17 წელია სხვაობა. მე მიმაჩნია, რომ ყველა ურთიერთობა უნიკალურია. ამ შემთხვევაში ურთიერთობის წარმატება არ არის დამოკიდებული ციფრებზე. გაცილებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად და ოჯახის შესანარჩუნებლად, რომ ეს ურთიერთობა იყოს აგებული სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ვიდრე ის, რომ ჩემს პასპორტში პირობითად ერთი ციფრი წერია და მასთან - სხვა. მე მიმაჩნია, რომ ახლა, ამ ასაკში ემოციურად მომწიფებული ვარ და ნებისმიერ სიტუაციას, რაზეც ლიზას ასაკში შეიძლებოდა სულ სხვა რეაქცია მქონოდა, აფექტური ვყოფილიყავი... მეტი რისკი იქნებოდა, რომ ჩვენ, ერთი ასაკის ადამიანები გაცილებით ხშირად ვნახავდით საკამათო თემებს და მეტი კონფლიქტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე ახლა. შეიძლება ეს იმაში ვლინდება, რომ უფრო მეტად დამთმობი ვარ. და არ მიმაჩნია, რომ ეს ცუდია. ცოტა უფრო გლობალურად ვუყურებ ამ ურთიერთობას და ვხვდები, რა არის ჩემთვის მთავარი ფასეულობა, ის რაღაც პატარ-პატარა ემოციური, უმნიშვნელო აფეთქებები აღარ მაქვს... აქედან მინდა ლიზას კიდევ ერთხელ ჩემი სიყვარული დავუდასტურო. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მეუღლე და ვარ უბედნიერესი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ 17-წლიან სხვაობას".