პირს ბროსნანის 30-წლიანი ქორწინება და სიყვარული, რომელიც ბევრისთვის სამაგალითოა - "ეს არის ქალი, რომელიც მავსებს სიყვარულით. როცა ვუყურებ, ისევ ისე მიყვარდება, როგორც პირველად..." - მშობლები

პირს ბროსნანის 30-წლიანი ქორწინება და სიყვარული, რომელიც ბევრისთვის სამაგალითოა - "ეს არის ქალი, რომელიც მავსებს სიყვარულით. როცა ვუყურებ, ისევ ისე მიყვარდება, როგორც პირველად..."

2025-08-22 20:39:25+04:00

პირს ბროსნანი და მისი ცოლი, კილი შეი სმითი, ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი და მყარი წყვილია ჰოლივუდში. მათი ურთიერთობა ბევრისთვის შთამაგონებელია – ისინი არა მხოლოდ გლამურული წყვილია, არამედ ერთმანეთის ნამდვილ მხარდამჭერებადაც ითვლებიან. უკვე 30 წელზე მეტია ერთად არიან.

მსახიობი ხშირად საჯარო პოსტებს უძღვნის საყვარელ ცოლს და სინაზისა და სიყვარულის გამოხატვას საჯარო სივრცეშიც არ ერიდება ხოლმე, რაც ბევრს აღაფრთოვანებს. ხშირად უწერენ ფოტოების კომენტარებში, რომ ყველა ქალი ინატრებდა ასეთ ქმარს.

როგორ დაიწყო მათი სიყვარული?

პირსი და კილი 1994 წელს ჰავაიზე, ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დროს კილი ჟურნალისტად მუშაობდა. როგორც თავად ბროსნანი იხსენებს, კილი მის ცხოვრებაში სინათლის სახით შემოვიდა ძალიან რთულ პერიოდში. პირსის პირველი ცოლი კასანდრა ჰარისი სიმსივნით გარდაიცვალა და პირსი დიდხანს განიცდიდა ამ ტრაგედიას (იმ დროისთვის კასანდრას თავისი ორი შვილი ჰყავდა და პირსთან კიდევ ერთი ეყოლა - შონ ბროსნანი, რომელიც ახლა მსახიობია).

1400x0.jpg

კილიმ კი არა მხოლოდ სიყვარული, არამედ შინაგანი სიმშვიდე და ახალი იმედი აჩუქა ბროსნანს. ისინი მალევე ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ და 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2001 წელს დაქორწინდნენ ირლანდიაში, კლემენსის ეკლესიაში.

3-34.jpg

კილისთან პირსს ორი ვაჟი შეეძინა - დილანი და პარისი.

ისინი უკვე 24 წელია ერთად არიან ოფიციალურად, ხოლო საერთო სიყვარული თითქმის 30 წელზე მეტს ითვლის.

ორივე ჩართული ქველმოქმედებაში და გარემოს დაცვის საკითხებში და ძალიან მეგობრობენ, გარდა იმისა, რომ ძველებურად უყვართ ერთმანეთი.

21-10.jpg

პირსის ცნობილი სიტყვები ცოლის შესახებ:

"ის ჩემი სიძლიერეა, ჩემი ვნებაა და ქალი, რომელიც მავსებს სიყვარულით. როცა ვუყურებ, ისევ ისე მიყვარდება, როგორც პირველად."

ეს ნამდვილად ერთ-ერთი იმ ურთიერთობათაგანია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ნამდვილი სიყვარული და პარტნიორობა დროს უძლებს – მით უფრო, როდესაც ის დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ერთგულებაზე.

marriage-anniversary-hollywood-couple-pierce-brosnan-keely-shaye-smith-5b615ac6766bf__700.jpg

1-38.jpg

4-31.jpg

5-31.jpg

marriage-anniversary-hollywood-couple-pierce-brosnan-keely-shaye-smith-5b615b6065091__700.jpg

pierce-brosnan-and-his-wife-of-24-years-1755877110.jpg

4d07c352b5b093445c875a1a89-1755882488.jpg

518390628-678242531933115-3929192579767494794-n-1755882489.jpgdbe50c3616d97cc4d98894697099506f-1755882489.jpgthumbnail007kollage-1755882489.png33715700-0-image-a-29-1601292009110-1755882488.jpg

გილოცავ ჩვენი ქორწინების 23-ე წლისთავს, ჩემო ყავისფერთვალება გოგო, ჩემო სიყვარულო... დრო სიყვარულის ფრთებით დაფრინავს... - პირს ბროსნანის და მისი ცოლის იდეალური ქორწინება და წყვილის ემოციური სიტყვები