ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა - რას ჰყვებიან ახლობლები. "თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა..." - მშობლები

ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა - რას ჰყვებიან ახლობლები. "თეკ­ლა ერთი კვი­რის წინ და­ნიშ­ნა..."

2025-08-23 13:01:00+04:00

მკვლელობა მოხდა თბილისში. 25 წლის ქალმა მეუღლე მოკლა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო დაკავებული ქალი თეკლა გერსამია.

"ლუკა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელიდან იყო. თეკლა ერთი კვირის წინ დანიშნა, ერთად ცხოვრობდნენ თბილისში. არავინ არაფერი არ იცის. რაზე იკამათეს, რა მოხდა. ტრაგედია დატრიალდა. ერთი ის ვიცი - ისე უყვარდა ლუკას, რომ ცივ ნიავს არ აკარებდა თეკლას. დანარჩენი, იქ რა მოხდა, წარმოდგენა არ გვაქვს" - გვიყვებიან ახლობლები. განაგრძეთ კითხვა