"თეკლა ტიკ-ტოკერია... ერთი შვილი ჰყავს" - რა არის ცნობილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალზე: ახალი დეტალები - მშობლები

"თეკლა ტიკ-ტოკერია... ერთი შვილი ჰყავს" - რა არის ცნობილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალზე: ახალი დეტალები

2025-08-23 15:01:48+04:00

მკვლელობა მოხდა თბილისში. 25 წლის ქალმა მეუღლე მოკლა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო დაკავებული ქალი თეკლა გერსამია.

ახლობლების ინფორმაციით, ლუკა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელიდან იყო. გვიყვებიან, რომ წყვილი ერთად თბილისში ცხოვრობდნენ. რა მოხდა ზუსტად მკვლელობის დღეს ეს არავინ იცი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული თეკლა გერსამიას ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ გოგონა მეორედ დაოჯახდა. მათი ინფორმაციით მისი პირველი ქმარი ციხეშია.

განაგრძეთ კითხვა