რეჟისორი და მსახიობი ოთარ ქათამაძე, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

რეჟისორი და მსახიობი ოთარ ქათამაძე, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

2025-08-24 12:20:15+04:00
რეჟისორსა და მსახიობს ოთარ ქათამაძეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო რამდენიმე დღე, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.
ოთარ ქათამაძე მოულოდნელად აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში — ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება. გარკვეულ ხანს იყო გადარჩენის იმედი და თანხაც გროვდებოდა მის დასახმარებლად, თუმცა მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ახალგაზრდა ხელოვანი გარდაიცვალა.