დააპატიმრეს ბლოგერი, რომელიც არასრულწლოვნების გაუპატიურებას აღიარებდა და სხვებსაც აძლევდა რჩევებს, როგორ ეცდუნებინათ გოგონები - "ქალი 24/7-ზე ფეხშიშველი, წინსაფრიანი და თავდახრილი სამზარეულოში უნდა იდგეს..." - მშობლები

დააპატიმრეს ბლოგერი, რომელიც არასრულწლოვნების გაუპატიურებას აღიარებდა და სხვებსაც აძლევდა რჩევებს, როგორ ეცდუნებინათ გოგონები - "ქალი 24/7-ზე ფეხშიშველი, წინსაფრიანი და თავდახრილი სამზარეულოში უნდა იდგეს..."

2025-08-25 09:28:59+04:00

რუსეთში 30 წლის ბლოგერი არსენ მარქარიანი დააკავეს. ის ბელარუსის მიმართულებით ავტომაგისტრალზე დააპატიმრეს, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საბარგულში იმალებოდა. სულ რაღაც გუშინ, საზღვარგარეთ მცხოვრებმა არსენმა გამოაქვეყნა ვიდეო წითელ მოედანზე და რუსეთში ღონისძიება დააანონსა.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნაციზმის რეაბილიტაციის მუხლით. ამის მიზეზი იყო ვიდეოჩანაწერი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას „სამამულო ომის გმირების ხსოვნის შეურაცხყოფის შესახებ“.

არსენ მარქარიანი ინტერნეტში ცნობილი გახდა თავისი „ფილოსოფიით“ და სკანდალური განცხადებებით. თავდაპირველად, ის ბლოგი მიჰყავდა ვეგანიზმისა და უმი საკვების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით დაიწყო კურსების ჩატარება „მამაკაცის თვითგანვითარების“ შესახებ. მისი რიტორიკა ხშირად შეიცავდა ქალთმოძულე იდეებს. მარქარიანმა ქალებს „პროფესიონალი მოღალატეები“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი ინტელექტუალურად და ფიზიკურად მამაკაცებს ჩამორჩებიან, მაგრამ კარგი მანიპულატორები არიან.

ერთ-ერთ ვიდეოში თქვა, რომ ქალი „24/7 ფეხშიშველი, ორსული, სახლის კაბით, წინსაფარაფარებული, თავდახრილი და ჩუმად სამზარეულოში უნდა იდგეს “. სხვა ვიდეოში მან ქალთა მიმართ ძალადობას „სასარგებლო გამოცდილება“ უწოდა და რჩევები მისცა სხვებს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს „სწორად“, რათა მსხვერპლმა წინააღმდეგობა არ გასწიოს. მან ასევე აღიარა, რომ ურთიერთობა ჰქონდა 12-13 წლის არასრულწლოვან გოგონებთან, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

არსენი რუსეთშია დაბადებული, რუსეთის მოქალაქეა. რამდენჯერმე ბლოგში ახსენა, რომ ეროვნების გამო სკოლის წლებში არაერთხელ გახდა ჩაგვრის და სკინჰედების თავდასხმის მსხვერპლი. მოგვიანებით აღმოსავლური ორთაბრძოლები ისწავლა და ამბობს, რომ შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა. ტაილანდში მოგზაურობის შემდეგ კი დაინტერესდა ვეგანიზმით და ბლოგერობა დაიწყო, რასაც ქოუჩობა მოჰყვა და შემდეგ სულ სხვა იდეები გაჩნდა მის ბლოგში, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო მამაკაცებს შორის.

ბოლოს რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტებისკენაც მოუწოდებდა ხალხს, რამაც რუსეთის პროკურატურის ინტერესი გამოიწვია და ახლა მინიმუმ 5 წლით პატიმრობა ემუქრება.