2025 წლის აბიტურიენტები სულ მალე გაიგებენ, რომელ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე გააგრძელებენ სწავლას. ჩარიცხვების თარიღის მოახლოებასთან ერთად, აბიტურიენტთა სხვადასხვა ჯგუფში უამრავი შეკითხვაა იმის შესახებ, თუ რა საბუთების წარდგენა დასჭირდებათ უნივერსიტეტებში, ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი სჭირდებათ თუ - არა, როგორი ფოტოსურათი უნდა წარადგინონ და ასე შემდეგ.
ერთი კონკრეტული წესი, რაც ყველა პირველკურსელზე გავრცელდება, არ არსებობს. თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად აქვეყნებს იმ საბუთების სიას, რომლებიც პირველკურსელებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარადგინონ.
როგორც აღვნიშნეთ, თითოეული უნივერსიტეტი პირველკურსელებისათვის უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტების სიას ინდივიდუალურად აქვეყნებს. ამიტომ, დეტალური ინფორმაციისათვის სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდს უნდა გადახედოთ ან ცხელ ხაზზე დარეკოთ.
თამარ იაკობაშვილი