რამდენიმე დღის წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
2025 წელს 113 326 ნაშრომიდანგასაჩივრდა 3274,რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის 2.89%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა.
გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
შეფასება სულ 1005 ნაშრომის შემთხვევაში შეიცვალა, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.89%-ია. ქულა მოემატა 1003 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 2 ნაშრომის შემთხვევაში.
აბიტურიენტებს, რომლებსაც ქულა შეეცვალათ გადახდილი თანხა, 50 ლარი, უკან დაუბრუნდებათ. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი