მას შემდეგ, რაც აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა და აბიტურიენტებმა სასურველი უნივერსიტეტები და პროგრამები საბოლოოდ გადაალაგეს, მათი მთავარი შეკითხვა ჩარიცხვების თარიღს უკავშირდება.
ბევრი მათგანი უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას დღეს ელოდა. თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს არ გამოქვეყნდება.
მათი თქმით, აბიტურიენტები კვირის განმავლობაში გაიგებენ, რომელ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე ჩაირიცხნენ.
თამარ იაკობაშვილი