22 აგვისტოს მკვლელობა მოხდა თბილისში. გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ქალმა მეუღლე მოკლა. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო დაკავებული ქალი თეკლა გერსამია.
ახლობლების ინფორმაციით, ლუკა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელიდან იყო. გვიყვებიან, რომ წყვილი ერთად თბილისში ცხოვრობდნენ. რა მოხდა ზუსტად მკვლელობის დღეს ეს არავინ იცი.
"თვითონ მიიყენა მაგ ბიჭმა დაზიანებები სადარბაზოში ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა", - ამბობს დაკავებულის დედა.
აღნიშნულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ლუკა დარასელიას ოჯახი. AMBEBI.GE-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მოკლული ბიჭის დედასთან ინგა ესართიასთან:
- ქალბატონო ინგა, თეკლას დედის ინტერვიუ თუ მოისმინეთ...
- ნეტა არ მომესმინა, ნუთუ ღმერთის არ ეშინია. მკვდარია ჩემი შვილი და კიდევ ამხელა ტყუილს რომ აბრალებენ.
- ლუკამ როდის გაგაცნოთ თეკლა? განაგრძეთ კითხვა