8 სექტემბერს  საქართველოში  A.C. Milan -ის  მასშტაბური საფეხბურთო ბანაკი იწყება -  უნიკალური შანსი  ქართველი ბავშვებისთვის - მშობლები

8 სექტემბერს  საქართველოში  A.C. Milan -ის  მასშტაბური საფეხბურთო ბანაკი იწყება -  უნიკალური შანსი  ქართველი ბავშვებისთვის

2025-08-25 13:53:15+04:00

8 სექტემბერს ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი - A.C. Milan საქართველოში პირველად იწყებს მასშტაბურ საფეხბურთო ბანაკს - Milan Junior Camp -ს. ეს იქნება უნიკალური შანსი, რომ მშობლებმა შვილებს ძვირფასი საფეხბურთო საჩუქარი გაუკეთონ და ერთი კვირის მანძილზე მათ „მილანის“ პრესტიჟული საფეხბურთო კლუბის ნაწილად აგრძნობინონ თავი.

მნიშვნელოვანია პროექტში იტალიის საელჩოს ჩართულობა. იტალიის საელჩო ამ პროექტის თანაორგანიზატორია. სწორედ იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში, რომელიც უკვე მეორე წელია იმართება და ტრადიციად დამკვიდრდა, მოიაზრება Milan Junior Camp-ი.

Milan Junior Camp მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ათასობით ბავშვს უკვე დაუვიწყარ გამოცდილებას აძლევს, ახლა კი, საქართველოშიც შესაძლებელია, რომ მშობლებმა შვილებისთვის საფეხბურთო კარიერის დაწყების საუკეთესო შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან. ამასთან, დაუვიწყარი კვირა არა მხოლოდ

პროფესიული გამოცდილების მიღების საშუალებად, არამედ მოტივაციისა და

ახალი მიზნების საწყისადაც კი შეიძლება იქცეს.

Milan Camp Tbilisi 8 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. იტალიელი მწვრთნელები ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშებს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე არსებულ საფეხბურთო ცენტრში ჩაატარებენ.

მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად დაიყოფიან (ჯამში, 3 ჯგუფი) და მათ ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ. AC Milan Footbal Camp-ზე დასასწრები პაკეტის ღირებულება 800 ლარია (თითოეულ მონაწილეზე).

ბილეთების საფასურში შედის: ტრენინგი, მონაწილეებისთვის „მილანის“ ოფიციალური სერთიფიკატისა და მერჩენდაიზის ფორმის (მაისური, შორტი, გეტრები) გადაცემა. ბანაკი ადგილობრივი მწვრთნელებისთვის AC Milan-ის სემინარით გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ მშობლებს და დაინტერესებულ პირებს თანხის გადანაწილების საშუალება ექნებათ, რათა ბევრი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს „საფეხურთო ბანაკში“ მონაწილეობა და შეძლონ საოცნებო საფეხბურთო გუნდის მაისურის მორგება.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში „მილანის“ აკადემიის კოორდინატორი ჩამოდის. პოექტის ფარგლებში, ქართველი მწვრთნელებისთვის და, ზოგადად, ფეხბურთში დასაქმებული პირებისთვის საინტერესო და ინფორმაციული ხასიათის ვორქშოპი ჩატარდება. ქართველ მწვრთნელებს ვორკშოპზე „მილანის“ აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გააცნობენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც A.C. Milan-ის მეთოდოლოგიის ქართულ საფეხბურთო სივრცეში დანერგვას შეუწყობს ხელს.

Milan Junior Camp-ში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 15 წლამდე ასაკის

ბავშვებს. პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს პატარა ფეხბურთელებს, ისწავლონ ფეხბურთი უმაღლესი სტანდარტებით, რომლებიც ითვალისწინებს გუნდურ მუშაობას, პიროვნულ ზრდასა და გართობას. ისინი ბანაკებში, ს.კ „მილანის“ მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობით, სრულიად უსაფრთხოდ ითამაშებენ ფეხბურთს.

„მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება. ისინი ყველა მონაწილეს სთავაზობენ უნიკალური გამოცდილების გაზიარების შესაძლელობას, რაც ახალი მეგობრების შეძენასა და სასიამოვნო დროის გატარებას გულისხმობს.

A.C. Milan -ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოში პროექტის დაწყება კლუბისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯია.

A.C. Milan-ის ბრენდის ელჩის, ლეგენდარული დანიელე მასაროს თქმით, მსგავსი ინიციატივები მხოლოდ ფეხბურთის სწავლებაზე არ არის ორიენტირებული - ისინი ახალგაზრდა მოთამაშეების სპორტულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავენ. ეს არის სივრცე, სადაც იტალიური კლუბი საკუთარ ღირებულებებს ახალ თაობას უზიარებს.

საქართველოში პროექტის ორგანიზატორია Sports Corporation LLC, რომლის

დამფუძნებლებიც გიორგი ფოფხაძე, ლორენცო ჩიპრიანი, გურამ კაჭახიძე და მალხაზ მუსერიძე არიან. Milan Junior Camp-ის თბილისში ჩატარება მათთვის დიდი პატივია. გიორგი ფოფხაძის განმარტებით, პროექტზე მუშაობა წლებია, მიმდინარეობს, კლუბთან ხელშეკრულება კი, ორი თვის წინ ოფიციალურად გაფორმდა. მისი შეფასებით, ეს მხოლოდ დასაწყისია.

სამომავლოდ საქართველოში „A.C.Milan-ის“ აკადემიის გახსნა იგეგმება.

R