"ბევრჯერ მატკინეს გული... ახლობელმა ადამიანებმა გამიმეტეს უსახლკარობისთვის, სიკვდილისთვისაც კი... მაგ­რამ ემა ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია..." - ემა ტუხიაშვილის გულახდილი პასუხები მკითხველის შეკითხვებზე - მშობლები

"ბევრჯერ მატკინეს გული... ახლობელმა ადამიანებმა გამიმეტეს უსახლკარობისთვის, სიკვდილისთვისაც კი... მაგ­რამ ემა ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია..." - ემა ტუხიაშვილის გულახდილი პასუხები მკითხველის შეკითხვებზე

2025-08-25 19:12:45+04:00

როგორც უკვე იცით, Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუ“ ძირითადად მკითხველის კითხვებზეა აგებული. პრინციპი ასეთია - დაუსვი შეკითხვა რესპონდენტს Ambebi.ge - ს კომენტარების ველში და დაელოდე მის პასუხს "პალიტრანიუსის“ ტელეეთერში. "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ჟურნალისტი, გადაცემა "360 გრადუსის“ წამყვანიემა ტუხიაშვილი.

გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

- როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტიკაში და პირველ ინტერვიუს?

- ჩემი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ თამაშ-თამაშით დაიწყო. მართლა თამაში ერქვა იმას, რადგან საყმაწვილო გადაცემაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი და პირველი ნათლობა კამერასთან, სწორედ იქ მივიღე. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ამით "მოვიწამლე“, ჩემთვის ბევრმა რამემ გადაწყვიტა შემდეგ ამ პროფესიის არჩევა...

არასდროს დამავიწყდება პირველი ინტერვიუ და ეს ინტერვიუ ზუსტად ვიცი, რომ მისტიკური იყო, რამაც ჩემი კარიერა მთლიანად განსაზღვრა. კი, ეს იყო ჩემი პირველი ინტერვიუ და მსახიობიზა გიგოშვილისთვისუკანასკნელი... ლეგენდარული გრუშე "კავკასიური ცარცის წრიდან“ საკმაოდ მძიმედ იყო, როდესაც მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. მაშინ ერთ-ერთ ჟურნალში სტაჟირებას გავდიოდი და რაღაც ისეთი მასალა უნდა მიმეტანა, რაც ჩემს ბედს განსაზღვრავდა, მასზე იყო დამოკიდებული, იმ ჟურნალში სამუშაოდ დავრჩებოდი, თუ არა.

დავუკავშირდი იზა გიგოშვილს, მიუხედავად მისი მძიმე ავადმყოფობისა, დამთანხმდა, დაუვიწყარი იყო შეხვედრა, ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდა თავისი ვიტყოდი, ანგელოზისებრი სილამაზე. სახლში ხელჯოხით გადაადგილდებოდა, მართლა ძალიან საინტერესო ინტერვიუ მომცა... 2003 წლის დასაწყისში ის გარდაიცვალა...

ამ ინტერვიუმ თავიდან ბოლომდე განსაზღვრა ჩემი შემდგომი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში და არასდროს დამავიწყდება... ჩემი კარიერის ადრეულ პერიოდში იყვნენ ადამიანები, ვინც მართლაც, დაუვიწყარი და წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემზე როგორ ადამიანზე და შემდეგ უკვე ბევრი რამ მასწავლეს პროფესიაში. მქონდა ასევე ინტერვიუ საოცარ მსახიობმარინა ჯანაშიასთან, არც ეს საუბარი დამავიწყდება და არც ლეგენდარული ანიკო დეიდა "კუკარაჩადან“ მისი დიდრონი, შავი თვალებით.

მასთან სახლში 2 საათის განმავლობაში ვიყავი. იმ 2 საათის განმავლობაში მისი ძაღლი განუწყვეტლივ ყეფდა და მაშინებდა (არადა, მაშინ ძაღლების ძალიან მეშინოდა). ქალბატონი მარინა ცდილობდა, ინტერვიუ არ შეწყვეტილიყო და ამისთვის მთლიანად დახარჯულიყო... შეუძლებელია, ეს შეხვედრა დამავიწყდეს. საოცარი იყო ინტერვიუკახი კავსაძესთან... ეს ისეთი შეხვედრები იყო, რომლის ენერგეტიკაც მთელი ცხოვრების მანძილზე მომყვება.

- ქალისთვის რთულია შეუთავსო ერთმანეთს ოჯახი და სამსახური. მოგვიყევით როგორ ახერხებთ და თავს როგორ უვლით?

- დროის მენეჯმენტია აქ ალბათ მნიშვნელოვანი. ვცდილობ, კარგი დედა ვიყო და კარგი ჟურნალისტი, რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, მოწესრიგებული მქონდეს სახლში ყველაფერი.

თავის მოვლას რაც შეეხება, ბოლო 8 წელია, ინტენსიურად ვვარჯიშობ, ჯერ სახლში, ჩემით დავიწყე, ბოლო ერთი წელია, დარბაზში დავდივარ. კვირაში სამჯერ, საკმაოდ მძიმე წონებს ვარ შეჭიდებული. ჩემი თავის მოვლის ძირითადი რუტინა ეს არის და სხვა არაფერი.

- რა იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი ფაქტი, ამბავი, რამაც გული გატკინათ?

- სამწუხაროდ ბევრჯერ მატკინეს გული, მაგრამ გულის ტკენა რა მოსატანია, მკითხველს უფრო მეტს ვეტყვი. ჩემს ცხოვრებაში იყო ფაქტი და არაერთი, როდესაც ძალიან ახლობელმა ადამიანებმა, არა მხოლოდ გულით ახლობელმა, სისხლით ახლობლებმა გამიმეტეს უსახლკარობისთვის, გამიმეტეს ფიზიკური საფრთხისთვის, გამიმეტეს სიკვდილისთვის, იმიტომ, რომ იცოდნენ, თუ ამ მდგომარეობაში დამტოვებდნენ, ფიზიკური საფრთხე მემუქრებოდა და სასიკვდილო. ამიტომ, გულისტკენა რა მოსატანია, როდესაც ცხოვრებაში ასეთი შემთხვევებიც მქონია.

- როგორია კადრს მიღმა ემა? ძლიერი ადამიანია თუ ძლიერი საყრდენი ჰყავს?

- ძლიერი საყრდენი ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, მეგობრები არიან, მაგრამ ემა ძლიერი ადამიანია და იმაზე ძლიერი, ვიდრე ვინმეს ჰგონია. ემამ ეს საკუთარ თავს ბევრჯერ დაუმტკიცა.

- მოგვიყევი თქვენს ოჯახზე... როგორი დიასახლისი ხართ?

- ყველაფერს ჩემით ვაკეთებ... სახლშიც თუ რამ შესაკეთებელი, იმასაც კი. თითქმის ყველაფრის შეკეთება შემიძლია, ხელსაწყოებს კარგად ვიყენებ, იმიტომ, რომ ამის საჭიროება ცხოვრებამ მოიტანა და დავხელოვნდი. პირდაპირ გეტყვით, კარგი მზარეული ვარ.

მყავს ორი შვილი. 18 წლის ვაჟი და მე ერთად ვცხოვრობთ, ქალიშვილს უკვე თავისი ოჯახი ჰყავს, მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს. ახლა ჩამოსულები არიან, ერთი თვით გვსტუმრობენ და შვილიშვილთან ყოფნის ბედნიერება მაჩუქეს. განაგრძეთ კითხვა