ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ შეყვარებულს საბერძნეთში სთხოვა ხელი - "დღე, როცა ჩვენი სამწლიანი სიყვარული ახალ დასაწყისად იქცა" (ვიდეო) - მშობლები

ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ შეყვარებულს საბერძნეთში სთხოვა ხელი - "დღე, როცა ჩვენი სამწლიანი სიყვარული ახალ დასაწყისად იქცა" (ვიდეო)

2025-08-25 22:52:51+04:00

24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ილია სულამანიძემ შეყვარებულს - ასევე სპორტსმენს, მოცურავე თაკო მეგრელიძეს, რომელთანაც სამწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, ხელი სთხოვა. წყვილი საბერძნეთში ატარებს ზაფხულის დღეებს და სწორედ იქ გადაწყვიტა ამ წინადადების გაცხადება სპორტსმენმა.

"22 აგვისტო - დღე, როცა ჩვენი სამწლიანი სიყვარული ახალ დასაწყისად იქცა", - წერს თაკო, რომელმაც საყვარელ ადამიანს თანხმობით უპასუხა.

22-agvisto-1756148786.jpg

22-agvisto-2-1756148786.jpg

just-us1-1756148817.jpg

just-u-1756148817.jpg