ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლის საიდუმლო ცხოვრება - მან ქმარი მილიარდერად აქცია, მერე უბრძოლველად "დათმო", პლანეტის უმდიდრესი ქალი გახდა... და ახლა მილიარდებს ქველმოქმედებაში ხარჯავს, "სანამ სეიფი არ დაიცლება..." - მშობლები

ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლის საიდუმლო ცხოვრება - მან ქმარი მილიარდერად აქცია, მერე უბრძოლველად "დათმო", პლანეტის უმდიდრესი ქალი გახდა... და ახლა მილიარდებს ქველმოქმედებაში ხარჯავს, "სანამ სეიფი არ დაიცლება..."

2025-08-25 23:10:52+04:00

დიახ, ასე ამბობენ ახლა მწერალსა და ფილანტროპ მაკენზი სკოტზე - ქმარს დაეხმარა, უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო, 25-წლიანი ქორწინების შემდეგ მშვიდად დაშორდა და "ამაზონის" აქციების სახით 38 მლრდ დოლარი მიიღო. მსოფლიოს უმდიდრეს ქალად იქცა, მაგრამ... ამ სამი წლის განმავლობაში უკვე 14 მლრდ დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში, რაც რეკორდული მაჩვენებელია დღეს მცხოვრებ მილიარდერთა შორის... მართლაც გამორჩეული ადამიანია, რომელზე საუბარიც ღირს.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

მაკენზი სკოტი 1970 წლის 7 აპრილს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. მისი მამა ფინანსისტი იყო, დედა კი სამ შვილს ზრდიდა, რომელთაგან შუათანა მაკენზი იყო. 6 წლის ასაკში გოგონამ თავისი პირველი წიგნი დაწერა , „წიგნის ჭია“. ხელნაწერი არ შემორჩენილა, მაგრამ მან მთელი ცხოვრება შეინარჩუნა წერისადმი გატაცება.

მოგვიანებით ოჯახი აღმოსავლეთში გადავიდა საცხოვრებლად და გოგონამ სკოლა კონექტიკუტში დაამთავრა. შემდეგ პრინსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ინგლისური ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად მოკრძალებისა, სიმშვიდისა და თავდმაბლობისა, მაკენზის მასწავლებლები ყოველთვის ამჩნევდნენ და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ სტუდენტად მიიჩნევდნენ.

ახალგაზრდობაში სკოტი მუშაობასაც არ თაკილობდა, სწავლის პარალელურად: ჭურჭელს რეცხავდა, ალაგებდა, ბავშვებს უვლიდა და გამყიდველად მუშაობდა.

1992 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ნიუ-იორკში, საინვესტიციო კომპანია D. E. Shaw-ში ანალიტიკოსად დაიწყო მუშაობა, თავისუფალ დროს კი ლიტერატურას უთმობდა.

პირადი ცხოვრება

D. E. Shaw-ში სამუშაოდ განაცხადის შეტანისას, მაკენზის კომპანიის 30 წლის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეფ ბეზოსმა ჩაუტარა გასაუბრება. მოგვიანებით, მილიარდერმა ხუმრობით თქვა, რომ ცოლის ყველა დადებითი თვისების შესახებ მისი რეზიუმიდან შეიტყო. ის მისთვის ჭკვიანი და ლამაზი ჩანდა, ასევე მამაცი, რადგან თავადვე დაპატიჟა უფროსი სადილზე.

მაკენზიმ კი აღიარა, რომ ჯეფი გადამდები სიცილის გამო შეუყვარდა, რომელიც მეზობელი ოფისის კარიდან ისმოდა.

ისინი სწრაფად მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები და სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ 1994 წელს დაქორწინდნენ.

წყვილი ერთად გადავიდა სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, სადაც მოკრძალებული სახლი იქირავეს და ბიზნესი დაიწყეს. ამბობენ, რომ სწორედ მაკენზიმ შესთავაზა პირველად ბეზოსს, ონლაინ ევაჭრა წიგნებით. ბეზოსმა კი აიტაცა ცოლის იდეას, გაეხსნა ონლაინ მაღაზია, რომელიც საბოლოოდ შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში მთავარ სავაჭრო პლატფორმად იქცა.

d982e5f18ab5c78036beac9791c1d519-cropped-510x326-1756149943.webp

ის თავად იყო ბიზნესმენის მარჯვენა ხელი, რომელიც ახორციელებდა იდეების გენერირებას, ბუღალტერიას და საფოსტო გზავნილებსაც კი. ეხმარებოდა ქმარს მომწოდებლებთან და გადამზიდავებთან კონტრაქტების დადებაში და წვლილი შეიტანა იმაში, რომ ონლაინ წიგნების მაღაზია უნივერსალურ ელექტრონული კომერციის პლატფორმად გადაიქცა.

მოგვიანებით კი, როცა საქმე კარგად აეწყო, ოჯახსა და შვილებზე გაამახვილა ყურადღება. სამი ვაჟი შეეძინა და ასევე წყვილმა ჩინეთიდან გოგონა იშვილა. მაკენზიმ უარი თქვა ძიძის დახმარებაზე და ბავშვები დამოუკიდებლად გაზარდა. ყურადღებას აქცევდა უცხო ენების შესწავლას, ატარებდა საშინაო ექსპერიმენტებს. შესვენებებს კი წერით ავსებდა.

image-80-1756149943.png

ქორწინების 25 წელი შეუმჩნევლად გავიდა და ბეზოსები გარშემო მყოფებისთვის იდეალურ წყვილად გამოიყურებოდნენ. არ ეძებდნენ საჯაროობას და შვილების სახელებსაც კი მალავდნენ, თუმცა ხანდახან განსაკუთრებული ღონისძიებების წითელ ხალიჩაზე ჩნდებოდნენ.

w680-1-1756149943.webp

2019 წელს კი უცებ გახდა ცნობილი, რომ მსოფლიოში უმდიდრესმა ოჯახმა განქორწინება გადაწყვიტა. განქორწინების ოფიციალური პროცედურის შემდეგ, მაკენზიმ Amazon-ის აქციების 4% მიიღო, რომლის ღირებულება მაშინ 37,5 მილიარდი დოლარი იყო. განქორწინების შემდეგ ქალი ქალიშვილობის გვარს დაუბრუნდა.

ბეზოსის მერე

ყოფილმა მეუღლეებმა საზოგადოება დაარწმუნეს, რომ მეგობრებად დარჩნენ და ორივემ ახალი ურთიერთობები დაიწყო.

მილიარდერის საყვარელ ქალზე მსოფლიომ შეიტყო და ისიც ცნობილია, რომ ბეზოსმა ჯერ კიდევ ქორწინებისას გაიჩინა საყვარელი და ოჯახთან ერთად მოგზაურობისასაც კი პარალელურად ლორენ სანჩესს ხვდებოდა იმავე ქალაქებში. წელს კი წყვილმა გრანდიოზულად იქორწინა.

თუმცა მაკენზი სკანდალების გარეშე დაშორდა ქმარს. რამდენიმე წელში ისიც გახდა ცნობილი, რომ მანაც იპოვა გულისსწორი - სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი დენ ჯუეტი. 2021 წლის მარტში წყვილმაა იქორწინა.

Amazon-ის მფლობელმა განაცხადა, რომ მაკენზის გამო ბედნიერი იყო და მის ახალ ქმარს საოცარ ბიჭად თვლიდა.

თუმცა მაკენზი დიდხანს არ ყოფილა ახალ მეუღლესთან. ერთ წელიწადში წყვილი დაშორდა. მედიის ცნობით, მამაკაცმა ცოლთან ქონების გაყოფა არ მოითხოვა. ოჯახში უთანხმოების მიზეზები არ გახმაურებულა.

158591038-442891223584455-2809698659888285698-n-1756149943.jpg

ქველმოქმედება

ახლა ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი ქველმოქმედებით არის დაკავებული. განქორწინების შემდეგ ხელი მოაწერა „Giving Pledge“-ს, რომლითაც პირობა დადო, რომ თავისი ქონების უმეტეს ნაწილს არაკომერციულ მიზნებს შესწირავდა. მას შემდეგ წარმოადგინა ანგარიშები, რომლებიც აჩვენებს, რომ მხოლოდ 2020 წელს თითქმის 6 მილიარდი დოლარი შესწირა კლიმატის ცვლილების, რასობრივი უთანასწორობისა და ლგბტ უფლებების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების დასახმარებლად. გარდა ამისა, მაკენზი ეხმარება ლათინოამერიკელებს და ბულინგის მსხვერპლებს.

square-1280-89f6c16702e19b1e113967bbb51e661a-1756149943.jpg

მაკენზი კვლავ პლანეტის სამ უმდიდრეს ქალს შორისაა, გულუხვი შემოწირულობებით ჯერ კიდევ ისე არ შემცირებულა მისი ქონება, რომ სამეულს გამოაკლდეს.

სკოტის საქველმოქმედო ღონისძიებების გამორჩეული თვისება კეთილი საქმეების უხმაუროდ კეთება. თუმცა, მედიაში მაინც იწერება დიდი შემოწირულობების შესახებ, უფრო ხშირად - ორგანიზაციები ახმაურებენ, რომლებმაც მოულოდნელად მნიშვნელოვან თანხებს იღებენ ბეზოსის ყოფილი ცოლისგან.

მაგალითად, სამშენებლო კომპანია Habitat for Humanity-მ 2022 წელს მაკენზისგან დაახლოებით 436 მილიონი დოლარი მიიღო. ამ ორგანიზაციისთვის ასეთი დიდი შემოწირულობა ტეხასის მცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი საცხოვრებლის აშენების შანსი გახდა. თავად ამბობს, რომ სანამ სეიფი არ გამოცარიელდება, მანამდე გასცემს.

ასევე წერს წიგნებს და ამბობენ, რომ სულ კეთილი ღიმილი ამშვენებს.

როგორ გახდა 55 წლის, 3 შვილის დედა ლორენ სანჩესი მილიარდერის ცოლი, რომლის გამოც ბეზოსმა 26-წლიანი ოჯახი დაანგრია - მე ჯეფს ფულის ხარჯვა ვასწავლე...