10-მილიონიანი სასახლე, იახტა, საათების კოლექცია და ბრენდული ნივთები - საჩუქრები, რომლებსაც სიღარიბეში გაზრდილი ნატალია ვოდიანოვა მილიარდერი ქმრისგან იღებს - მშობლები

10-მილიონიანი სასახლე, იახტა, საათების კოლექცია და ბრენდული ნივთები - საჩუქრები, რომლებსაც სიღარიბეში გაზრდილი ნატალია ვოდიანოვა მილიარდერი ქმრისგან იღებს

2025-08-26 09:01:27+04:00

ნატალია ვოდიანოვასა და ანტუან არნოს სიყვარულის ისტორიას ხშირად ზღაპარს ადარებენ. Louis Vuitton-ის იმპერიისა და ჯგუფ LVMH-ის მემკვიდრე რუს სუპერმოდელს, ნატალია ვოდიანოვას, 2008 წელს, გადასაღებ მოედანზე შეხვდა და როგორც თავად ამბობს, ერთი ნახვით შეუყვარდა.

იმ დროს ორივე სხვა ურთიერთობაში იყო. ანტუანმა წარმოუდგენელი მოთმინება გამოიჩინა და საყვარელ ქალს 3 წელი ელოდა. არნომ ნატალიას პირველი ქორწინებიდან 3 შვილი უყოყმანოდ იშვილა. მოგვიანებით წყვილს ორი საერთო ვაჟი შეეძინა.

vodianova-2-1756184540.jpg
ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო შვილებთან ერთად

თითქმის ათწლიანი ჰარმონიული ურთიერთობის შემდეგ, 2020 წელს, ისინი ოფიციალურად პარიზში დაქორწინდნენ. მათი კავშირი ვნებისა და პატივისცემის, ხელოვნებისადმი საერთო სიყვარულისა და ოჯახური ღირებულებების იდეალური ბალანსია. საჯაროდ ერთად ხშირად ჩნდებიან და შესანიშნავად გამოიყურებიან. ანტუანს მეუღლე განსაკუთრებით უყვარს და მას ძვირად ღირებული საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. თუმცა, ვიდრე მოდელი აქამდე მოვიდოდა, საკმაოდ მძიმე წლები გამოიარა.

ცნობილია, რომ ნატალია ვოდიანოვა უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა. გოგონა, რომელიც რუსეთის პროვინციაში, უღარიბეს ოჯახში დაიბადა, ქართველი სკაუტის - გია ჯიქიძის წყალობით მოდის სამყაროში აღმოჩნდა. აქედან კი მისი წარმატებული სამოდელო კარიერა დაიწყო. პირველი ქმარი ინგლისელი არისტოკრატი და საკმაოდ მდიდარი პიროვნება, ჯასტინ ტრევორ ბერკლი პორტმანი იყო. მისგან ვოდიანოვას 3 შვილი შეეძინა. შემდეგ კი ფრანგ მილიარდერს, მულტიმილიარდერ ბერნად არნოს ვაჟ, ანტუანს შეხვდა და დღესაც მის გვერდით ცხოვრობს.

vodianova-1-1756184560.jpg
ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო

ნატალიას არასდროს დაუმალავს, რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და მისი ყოველდღიურობის ტრანსფორმაცია ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელი ამბობს:

"სიღარიბე გაიძულებს, თავი დამცირებულად იგრძნო. გგონია, რომ რაღაც ისე არ გაქვს, განსაკუთრებით, ბავშვობაში. ხედავ სხვა ბავშვებს, ბედნიერებს და გგონია, რომ ეს ძალიან მაგარია. ოცნებობ, იყო ვიღაც სხვა... ალბათ, ამ განცდების გამოც გავხდი მოდელი და ადვილად მოვირგე სხვების სამოსი და როლები. სკოლაში, ნიჟნი ნოვგოროდში, კლასელი ბიჭები ვერ მიტანდნენ. ძალიან გამხდარი ვიყავი, რადგანპრაქტიკულად სულ მშიერი დავდიოდი. ჯოხს მეძახდნენ. დამცინოდნენ ჩემი დაიკოს ავადმყოფობის გამო (ნატალიას უმცროს დას ცერებრალური დამბლა და აუტიზმი აქვს - რედ.) და ბინძურს მეძახდნენ." - ასე იხსენებს ნატალია საკუთარ წარსულს.

vodianova-7-1756184707.jpg

აღსანიშნავია, რომ ნატალია ვოდიანოვამ რამდენიმე წლის წინ გაშვილებული დაც იპოვა. ჯენიფერ ბერნსი, რომელსაც ბავშვობაში მაშა ერქვა, გააშვილეს და იგი მთელი ამ დროის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობდა. 2022 წელს კი დნმ-ის ტესტით აღმოაჩინა, რომ რუსი დები ჰყავს.

2-1756184743.jpeg
ნატალია ვოდიანოვა გაშვილებულ დასთან ერთად

მძიმე წარსულის მიუხედავად, ნატალიამ სიღარიბეს თავი დააღწია, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელი და როგორც აღვნიშნეთ, დღეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

vodianova-3-1756184786.jpg
ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო

ანტუან არნომ ნატალიას არაერთი ძვირად ღირებული საჩუქარი გაუკეთა.

მაგალითად, მან მეუღლეს პარიზის ცენტრში სასახლე აჩუქა, რომელიც 10 000 000 ევროს ღირებულებისაა. ეს მხოლოდ სახლი არაა. ისტორიული შენობა ეიფელის კოშკს გადაჰყურებს.

ასევე, მეუღლემ ნატალიას ლუქს კლასის იახტა გადასცა, რომლის სიგრძეც 40 მეტრია. იახტას კინოთეატრი, სპა-ზონა და კეთილმოწყობილი სივრცეები აქვს. ბორტზე შეფ-მზარეულიცაა, რომ ოჯახმა კომფორტულად და სასიამოვნოდ იმოგზაუროს.

vodianova-8-1756184924.jpg
ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო

გარდა ამისა, ნატალიამ მეუღლისგან საათების სახლი მიიღო საჩუქრად. მოდელის საკუთრებაშია ელიტური ბრენდი საკუთარი ისტორიით. ეს მხოლოდ აქსესუარები არ არის. მას ხშირად სტატუსისა და მარადიულობის სიმბოლოდ მოიხსენიებენ.

გარდა ამისა, ნატალიას ყველა ღონისძიებაზე Louis Vuitton-ის კაბები აცვია, რომელიც სპეციალურად მისთვისაა შექმნილი. მოდელი არა მხოლოდ წითელ ხალიჩასა და ოფიციალურ ღონისძიებებზე ჩნდება ძვირად ღირებული სამოსითა და ფეხსაცმლით, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

რაც მთავარია, ანტუან არნომ ნატალიას პირველი ქორწინებიდან მისი 3 შვილი იშვილა, საყვარელ ქალს უამრავი სასიამოვნო დღე აჩუქა და მასთან ბედნიერად ცხოვრებას კვლავ განაგრძობს.